26/05/201 660 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

დავით ჭიჭინაძე - ქვეყანა სესხულობს, პროცენტი ჩართულია და ფული გაჩერებული, ეს ჩვენი მთავრობის უთავბოლობის, არაპროფესიონალიზმის ბრალია

ქვეყნის ინფრასტრუქტურა, რეგიონალური განვითარება, რეგიონებს შორის კოორდინაცია - ეს არ არის მარტივი საქმე და მინისტრი, რომელიც ამ თანამდებობას იკავებს, დარგის პოლიტიკას უნდა განსაზღვრავდეს და არა ადამიანი, რომელსაც კანცელარიის იქით არ უმუშავია. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რომ საინვესტიციო პროექტებს 0%-იანი ათვისება აქვს და კიდევ იქით გვიწევს ჯარიმების გადახდა, - ასე აფასებს პოლიტიკური მოძრაობა, „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე აუდიტის სამსახურის დასკვნას, რომლის მიხედვითაც, 2019 წელს, 243 მილიონი ლარის ოდენობის საგარეო ვალით დაფინანსებული 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით შესრულდა.
„ანუ რა გამოდის? ქვეყანა სესხულობს, პროცენტი ჩართულია და ფული გაჩერებული! რაც ნიშნავს იმას, რომ ფული არ იხარჯება, სამუშაო ადგილები არ იქმნება და შემოსავლები აკლდება ბიუჯეტს. შესაბამისად ზარალიც ორმაგია, რასაც ემატება ლარის კურსი, რომელიც ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო გარბის. ეს კატასტროფა კი, ჩვენი მთავრობის უთავბოლობის, არაპროფესიონალიზმის ბრალია და ასევე, კორუფციული ინტერესებიდან გამომდინარე. რადგან არ შეიძლება ამხელა თანხა ძირითადად მათმა „საშინაო“ კომპანიებმა აითვისონ. ამის ნათელი მაგალითი კი, თუნდაც ის არის, რომ დღესაც იგივე კომპანიებია რაც „ნაციონალების“ დროს. არც იმ კომპანიების რაოდენობა გაზრდილა, ვინც დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებს შეასრულებს იმიტომ რომ, კალაძე იქნება თუ ვინც გინდა, როგორც ჩანს „შეჩვეულ ჭირთან“ ურთიერთობა ურჩევნიათ. რადგან, ადრეც ხომ ერთნი იყვნენ და შეხმატკიბულებულადა ცხოვრობენ, მაშინ ფული ვერ გაიყვეს, ახლა უბრალოდ პროპორციები გადანაწილდა სხვანაირად...“ , - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY