05/07/23263 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ხატია დეკანოიძე - ძალიან შემაშფოთებელია, რომ უკრაინა-საქართველოს ურთიერთობები ძალიან დაბალ ნიშნულზეა - ამ ურთიერთობების დაზიანებაზე პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება

იმისათვის, რომ პოლიტიკური ეგზეკუცია დასრულდეს, აუცილებელია ივანიშვილის ხელისუფლების შეცვლა, ამიტომ მე არ ველოდები, რომ საქართველოს ხელისუფლება გამოიჩენს კეთილგონიერებას, - ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის, „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
დეკანოიძე გამოეხმაურა ზელენსკის გადაწყვეტილებას, რომელმაც უკრაინაში საქართველოს ელჩს, მიხეილ სააკაშვილის საკითხზე კიევის დატოვება და თბილისთან კონსულტაციების გამართვა ურჩია. როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, უკრაინის პრეზიდენტი საკუთარ მოქალაქეზე ზრუნავს და უკრაინასთან ურთიერთობების დაზიანებაზე პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება.
„ძალიან მძიმე ვითარებაა, როცა საქართველო- უკრაინის ურთიერთობები ყველაზე დაბალ ნიშნულზეა, რაც ასევე აზიანებს ჩვენი ქვეყნის მომავალს ევროატლანტიკური კუთხით. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პრეზიდენტი ზელენსკი იცავს საკუთარ მოქალაქეს. კარგი იქნებოდა, საქართველოს ხელისუფლებას გადაედგა ჰუმანური ნაბიჯი, რაც გააუმჯობესებდა ასევე, პარტნიორებთან და უკრაინასთან ურთიერთობას. ჩემი პოზიცია იცით - იმისათვის, რომ პოლიტიკური ეგზეკუცია დასრულდეს, აუცილებელია ივანიშვილის ხელისუფლების შეცვლა, ამიტომ მე არ ველოდები, რომ საქართველოს ხელისუფლება გამოიჩენს კეთილგონიერებას და შეეცდება უკრაინასთან ურთიერთობების გაუმჯობესებას.
ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის ძალიან შემაშფოთებელია, რომ უკრაინა- საქართველოს ურთიერთობები არის ძალიან დაბალ ნიშნულზე. თუმცა, არ უნდა დაგავიწყდეს, რომ ძალიან ბევრი ქართველი იბრძვის უკრაინაში და საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი არის პროუკრაინულად განწყობილი“, - განაცხადა დეკანოიძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 60

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,