05/07/23233 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

უკრაინის ხელისუფლების ნაბიჯი შეურაცხმყოფელია, გვირჩევნია ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში დავრჩეთ - კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მესამე პრეზიდენტის საკითხის გამოს, უკრაინის მიერ საქართველოს ელჩის კონსულტაციებისთვის უკან გამოგზავნას, "შეურაცხმყოფელ" და "სამწუხარო" ნაბიჯს უწოდებს. ის ამბობს, რომ საქართველოს ელჩი კიევში რჩებოდა მაშინაც, როცა "რუსული ტანკები იყო კიევს მიმდგარი".

კობახიძის თქმით, ამის მიუხედავად, "ქართულ ოცნებას" ურჩევნია უკრაინის ხელისუფლებასთან "ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში" დარჩეს. 
"მე მინდა, პირველ რიგში, შეგახსენოთ, რომ ჩვენი ელჩი უკრაინაში არის ის ადამიანი, რომელიც ომის დაწყების პირველი დღიდან დარჩა კიევში, განსხვავებით ბევრი სხვა ელჩისგან. მათ შორის, უკრაინის სტრატეგიული პარტნიორების ელჩებისგან და ყოველდღიურ რეჟიმში, მიუხედავად იმისა, რომ რუსული ტანკები იყო კიევს მიმდგარი, ის რჩებოდა კიევში, უკრაინის დედაქალაქში და ზრუნავდა ძალიან ბევრ რამეზე: ჰუმანიტარული კუთხით, პოლიტიკური მხარდაჭერის კუთხით მის როლი იყო, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი.

ესეც რომ არ ყოფილიყო და მით უმეტეს ამის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, უკრაინის ხელისუფლების ეს ნაბიჯი არის შეურაცხმყოფელი და შესაბამისად, ძალიან დასანანი, ძალიან სამწუხარო. თუმცა, ამის მიღმა ჩვენ არ ვაპირებთ, რა თქმა უნდა, მათ შორის არც კომენტარებით, რეაგირებას. ჩვენ გვირჩევნია, როგორც უკვე ითქვა, დავრჩეთ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში უკრაინის ხელისუფლებასთან," - ამბობს კობახიძე. 
შეგახსენებთ, რომ მესამე პრეზიდენტი რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ 3 ივლისს სასამართლო პროცესს დისტანციურად ჩაერთო. მის საჯარო გამოჩენას ევროპელ და უკრაინელ პოლიტიკოსებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საქართველოს ხელისუფლებას ისინი კიდევ ერთხელ მოუწოდებენ გადადგას ნაბიჯები მესამე პრეზიდენტის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, მისცეს მას საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება და გაათავისუფლოს პატიმრობიდან. 
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენესკიმ უკრაინისთვის მიხეილ სააკაშვილის გადაცემა მოითხოვა. მან საქართველოს ელჩს უკრაინაში 48 საათის განმავლობაში ქვეყნის დატოვების განკარგულება მისცა იმისთვის, რომ თბილისში გამართოს კონსულტაციები მიხეილ სააკაშვილის საკითხზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულის გამო, ღრმა შეშფოთება გამოხატა და უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებას "საშინაო საქმეებში ჩარევა" უწოდა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA