03/07/23417 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ლევან ხაბეიშვილი - მოვუწოდებ კობახიძეს და გომელაურს, აგერ ვარ თქვენი პირდაპირი სამიზნე და შეეშვით ჩემი თანამებრძოლების დევნას - ლევან ხაბეიშვილი არ გაურბის არც კითხვებს, არც სისხლის სამართლის საქმეებს

„რუსული პარტიის“ საჯარო მოხელეები და საკრებულოს წევრები 3-4 საათის განმავლობაში ისროდნენ ქვებს, იქცეოდნენ ველურად, ლეწავდნენ ავტომობილებს, იყვნენ ყირაზე და ახლა შინაგან საქმეთა მინისტრი ჩვენს წინააღმდეგ საქმეებს თხზავს და უნდათ დაგვაბრალონ, რომ ჩვენ გავლახეთ და თავპირი დავალეწეთ „ქოცანცურებს“ - მოვუწოდებ ლაჩარ, მშიშარა, მხდალ, „კაგებეშინკებს“, კობახიძეს და გომელაურს, აგერ ვარ თქვენი პირდაპირი სამიზნე და შესაბამისად, შეეშვით ჩემი თანამებრძოლების დევნას. ლევან ხაბეიშვილი არ გაურბის არც კითხვებს, არც სისხლის სამართლის საქმეებს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რითაც კასპში მასსა და პარტიის წევრებზე თავდასხმას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო დამნაშავეების დასჯის ნაცვლად, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას აპირებს და შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მოუწოდებს „ხელი არ წაუცდეს და მის თანამებრძოლებზე სისხლის სამართლებრივი დევნა არ დაიწყოს“.
„კასპში პენსიონერებთან შეხვედრის დროს, როცა ვსაუბრობდით, როგორ უნდა დაიკლოს საპენსიო ასაკმა და მამაკაცებში 65 წლის ასაკის ნაცვლად, 60 წელი გახდეს, როგორ უნდა იყოს მინიმალური პენსია 400 ლარი და რიგ შემთხვევაში 500 და უფრო მეტი, ამ დროს, ალყა შემოარტყა „რუსული პარტიის“ საჯარო მოხელეებმა და საკრებულოს წევრებმა იმ სახლს, იმ ოჯახს, სადაც ვიმყოფებოდი მე, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და ჩემი თანაგუნდელები ათეულობით პენსიონერთან ერთად. ამასობაში ყველამ კარგად ნახა, რომ 3-4 საათის განმავლობაში „მილიცია“, „კაგებეშნიკის“, რუს გენერლებს რომ დაატარებს გომელაური, იმის უწყება არც კი გამოჩნდა, მიუხედავად არა ერთი შეტყობინებისა. 3-4 საათის განმავლობაში ისროდნენ ქვებს, იქცეოდნენ ველურად, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, მათ შორის ჩემს თანამებრძოლებს, ლეწავდნენ ავტომობილებს, იყვნენ ყირაზე და არ გაგიკვირდებათ, თუ ახლა გეტყვით ამბავს, თუ როგორ თხზავს შინაგან საქმეთა მინისტრი ჩვენს წინააღმდეგ საქმეებს და უნდათ დაგვაბრალონ, რომ ჩვენ გავლახეთ და თავპირი დავალეწეთ „ქოცანცურებს“. ე.ი. თურმე თუ მოგვივარდებიან და ფიზიკურად გაგვისწორდებიან, თავდაცვის უფლებაც არ გვქონია. შესაბამისად, კონკრეტული ინფორმაციების საფუძველზე, მე მინდა საზოგადოებას ვუთხრა და გავაფრთხილო გომელაური, ეს „კაგებეშნიკი“, ოფიციალური რუსეთის აგენტი, რომ ხელი არ წაუცდეს და ჩემს თანამებრძოლებზე სისხლის სამართლებრივი დევნა არ დაიწყოს. მან აარჩია ჩემი უახლოესი გარემოცვა, „ნაციონალური მოძრაობის“ თანამშრომლები და აქ დასაქმებული ადამიანები, ვისზეც აპირებს და შესაბამისი მოქმედებები დაიწყო, რომ აღძრას საქმე,“ - განაცხადა ხაბეიშვილმა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey