03/07/23624 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

მიხეილ სააკაშვილი - მომეცით საშუალება დებატებში მივიღო მონაწილეობა - ვითხოვ ერთადერთს - ღია კამათს!

მომეცით საშუალება დებატებში მივიღო მონაწილეობა და ხალხმა გადაწყვიტოს, თქვენ ხართ მართლები, თუ - მე. თუ გინდათ, რკინის „ბრასლეტი“ დამადეთ, რომ არსად გაგექცეთ, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომელსაც კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ჩაერთო. როგორც სააკაშვილი განმარტავს, ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ვინ არის მართალი.
„მინდა ვუთხრა ჩემ მეგობარ უკრაინელებს, მე ვარ უკრაინის საპატიო მოქალაქე, რა თქმა უნდა, ქართველი და ვამაყობ იმ ქართველებით, რომლებიც იცავენ უკრაინას და ვამაყობ ჩემი პრეზიდენტით, ჩემი უშუალო ხელმძღვანელით, პრეზიდენტ ზელენსკით. დიდი მადლობა მას მხარდაჭერისთვის. რატომ გეშინიათ, ღია მიმართვა რომ იყოს, მომეცით საშუალება დებატებში მივიღო მონაწილეობა და ხალხმა გადაწყვიტოს, თქვენ ხართ მართლები, თუ - მე. თუ გინდათ, რკინის „ბრასლეტი“ დამადეთ, რომ არსად გაგექცეთ. რატომ ეშინიათ იმისა, რომ სააკაშვილს ღიად შეხვდნენ დებატებში, ხალხმა გადაწყვიტოს, თქვენ ხართ მართლები, თუ - მე ვარ მართალი, ჩვენი გზა იყო სწორი, თუ - თქვენი გზაა სწორი, ეს ჩიხია უბედურება, თუ ჩვენ გვჭირდება სხვა ახალი რაღაც, ეს ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს. ნუ ართმევთ ქართველ ხალხს საშუალებას, თვითონ გააკეთონ არჩევანი, ღია დებატებში შევიდე, ღია თამაშში შევიდე... ვითხოვ ერთადერთს - ღია კამათს! ქართველმა ხალხმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ გადაწყვიტოს, ვინ არის ჩვენ შორის მართალი. ვისაც ეშინია პოზიციის გამოხატვის, მე გეუბნებით, ნუ გეშინიათ ხალხნო, ვერაფერს დაგაკლებენ, თქვენ ხომ იცით, რომ ძალიან ბევრი მომხრე მყავს პირადად მე“, - განაცხადა სააკაშვილმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ