29/06/23553 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

თამარ კორძაია - „ქართული ოცნება“ მზად არის, ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირება დაიწყოს - ერთ-ერთ მომენტში ის მხარდამჭერებს ვერ გააკონტროლებს

„ქართული ოცნება” არის მოძალადე ხელისუფლება, ოღონდ ამოფარებულია რიგით მოქალაქეებს, მათ მხარდამჭერებს, რომლებიც უკვე ქუჩაში აღარ ერიდებიან დაპირისპირებას, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.
თამარ კორძაიას მოსაზრებით, მოქალაქეების ერთმანეთთან დაპირისპირება შეიძლება ერთ მომენტში სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივიდეს.
„ქართული ოცნება“ მოქალაქეებს აპირისპირებს ერთმანეთს და განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ის გადის სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე. „ქართული ოცნება“ მზად არის, რომ ქვეყანაში დაიწყოს სამოქალაქო დაპირისპირება და ერთ-ერთ მომენტში ის ვერ გააკონტროლებს მის მხარდამჭერებს. ეს ძალადობა მისგანაა ლეგიტიმირებული. მოძალადეებს გამოუშვებს, მერე ეუბნება გაჩერდით, რაღაც მომენტში ვერ გააკონტროლებს იმიტომ, რომ გასცდა ეს ძალადობა მხოლოდ ცნობადი სახეების მიმართ ძალადობას. „ნაციონალური მოძრაობის“ სამეურნეო საქმეების უფროსი ასე სასტიკად სცემეს. ვის უშლიდა ხელს? ცნობადი სახე იყო, ტელევიზორში გამოდიოდა, რამეს ლაპარაკობდა თუ რა? „ქართული ოცნება“ გაცილებით უფრო მეტ რისკზე მიდის ქვეყნის გახლეჩის თვალსაზრისით.
პოლიტიკოსები რას აკეთებენ პარლამენტში?! ისინი პოლიტიკური სიტყვის თავისუფლებით შებურვით აქეზებენ ძალადობას. მაგრამ როდესაც მათ მიმართ გამოიყენება პოლიტიკური სიტყვის გამოხატვის თავისუფლება, მაგალითად, „რუსები“, „რუსული წესები“, ეს იმდენად არ მოსწონთ, რომ მზად არიან ისეთი აბსურდული წინადადებები შემოიტანონ, რომ აიკრძალოს ოპოზიციისთვის სიტყვა რუსების გამოყენება. წარმოიდგინეთ, ჩემი კოლეგაა, პარლამენტში ზის, მანდატი აქვს და ამას სესიაზე ლაპარაკობს, ეს ხომ იმას ნიშნავს მისი დამოკიდებულება როგორია, ამას ახმოვანებს“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI