პუტინის წინააღმდეგ პრიგოჟინს კი არა, ყველაფერს რაც ბოლოს მოუღებს, ვგულშემატკივრობ და GO-GO-თი გავამხნევებ - ნიკა გვარამია
ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც ნიკა გვარამიას სტატუსს რუსეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, უკვე 2 დღეა აქტიურად ციტირებენ, თავად "მთავარი არხის" დამფუძნებელი პასუხობს:
პუტინის წინააღმდეგ პრიგოჟინს კი არა, კიბოს, ებოლა ვირუსს, ფეიკ ფოტოსესიის დროს უცაბედად გამოღვიძებულ ვეფხვს, ვულკანის ამოფრქვევას და ყველაფერ დარჩენილს, რაც ბოლოს მოუღებს, ვგულშემატკივრობ და GO-GO-თი გავამხნევებ." წერს ნიკა გვარამია "ქართული ოცნების" დეპუტატების პასუხად.