27/06/23366 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ანა ნაცვლიშვილი უმრავლესობას - თუ ვერ გაიგეთ, რა მოხდა რუსეთში, გაგაგებინებთ! კრიმინალური და არასტაბილური რუსეთი ვერასდროს გახდება საქართველოსთვის სანდო პარტნიორი და ვერასდროს ჩაანაცვლებს ევროკავშირს!

თუ ვერ გაიგეთ, რა მოხდა რუსეთში, გაგაგებინებთ! კრიმინალური და არასტაბილური რუსეთი ვერასდროს გახდება საქართველოსთვის სანდო პარტნიორი და ვერასდროს ჩაანაცვლებს ევროკავშირს! ეს ქვეყანა თქვენი გამალებული მცდელობის მიუხედავად, წინ, ევროპისკენ აუცილებლად ივლის, - ასე მიმართა პლენარულ სხდომაზე „ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა „ქართული ოცნების“ დეპუტატებს.
ანა ნაცვლიშვილმა სიტყვით გამოსვლისას 12 რეკომენდაციის შესრულების აუცილებლობაზე ისაუბრა.
„სტოკჰოლმში გამართულ შეხვედრაზე დაგიმარცვლეს და ისე აღგიწერეს, რომ 12 რეკომენდაციიდან მხოლოდ 3 რეკომენდაცია შეიძლება ჩაითვალოს შესრულებულად. დანარჩენი ან შესრულებული არ არის ან მეტწილად შეუსრულებელია. აი, ეს არის სიმართლე და ეს სიმართლე გამხელთ თქვენ! ახლა, რა არის აქ საინტერესო - ის ორი ტყუილი, რომელსაც ამბობთ, რომ თურმე ოპოზიცია გიშლით ხელს. თუ ოპოზიცია გიშლით ხელს რეკომენდაციების შესრულებაში იმ სამის შესრულებაში ვერ შეგიშალათ ხელი? ე.ი. საქმე იმაშია, რომ როდესაც პოლიტიკური ნება არსებობს, მაშინ რეკომენდაციები სრულდება, როგორიც არის, მაგალითად, გენდერული თანასწორობის რეკომენდაცია, სხვათა შორის, ოპოზიციის ჩართულობით“- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებას სასამართლოს რეკომენდაციის აღსრულება არ სურს.
„ტყუილი ნომერი ორი, რითაც კვებავთ თქვენივე აგიტატორებს და თქვენივე პარტაქტივს შეურაცხყოფას აყენებთ, ეუბნებით, რომ ევროპა გარყვნილია და გარყვნილების პროპაგანდას, თურმე ეროვნული იდენტობის, საქართველოს წართმევა უნდა. ჩამოყალიბდით, ევროპას ეროვნული იდენტობის წართმევა უნდა, თუ ევროკავშირი კარგია და თქვენ გამალებით მუშაობთ იმისთვის, რომ ქვეყანა ამ ევროკავშირში შეიყვანოთ, თუ სიმართლეა ის, რასაც თქვენი ლიდერები და მხარდამჭერები ავრცელებენ, რომ ევროპა ცუდია, მაშინ გამალებით რაზე მუშაობთ? სიმართლე რომელია? ამ ორიდან რომელიღაც ნამდვილად ტყუილია და ამ ტყუილზეც აიღეთ პასუხისმგებლობა. გამოდით და თქვით ის, რაც სიმართლეა. ნუ გეშინიათ, სიმართლე საშიში არ არის. ტყუილი არის საშიში, რომელშიც ახლა, ძალიან მკაფიოდ გაიხლართეთ", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY