27/06/23284 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ირაკლი კობახიძე - მთელი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, გახდნენ „პრიგოჟინისტები“ - ჩვენ მათ ვურჩიეთ, არ ამჩატებულიყვნენ, არ გამოევლინათ ზედმეტი აჟიტირება, თუმცა, არ დაგვიჯერეს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პროვოკაციული იდეებით გამოდის, რაც მის რეალურ მიზნებზე მეტყველებს.
კობახიძემ აბსურდული უწოდა მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომელიც გამოდის ინიციატივით, შეიქმნას თავისუფალი კავკასიის ორგანიზაციის მუდმივმოქმედი სამდივნო კიევში.
„მე მგონია, მას უნდა, ამ შემთხვევაში გვაჩვენოს, რომ კვლავაც დემენცია აქვს და ამიტომ აკეთებს ასეთ განცხადებებს. აბსურდული განცხადებაა. არ ვიცი, რა კომენტარი შეიძლება გავაკეთო. აბსურდული რატომ არის-რა თქმა უნდა, ჩვენ მეგობრული ურთიერთობები გვაქვს როგორც აზერბაიჯანთან, ასევე სომხეთთან და მაქსიმალურად უნდა გავაგრძელოთ ამ მეგობრული ურთიერთობების გაღრმავება, მაგრამ ამ კონტექსტში რაღაც ახალი ინიციატივის შემოტანა არის უბრალოდ, სააკაშვილის მცდელობა, რომ საკუთარი თავის აქტუალიზაცია მოახდინოს. რაც შეეხება აზერბაიჯანთან და სომხეთთან მეგობრობას, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს მეგობრობა გაღრმავდეს. ამის მიღმა გადავდივართ უკვე რუსეთის ფედერაციაში. მას თავის დროზე ჰქონდა ვითომ მცდელობა, რომ ცალ-ცალკე დაემყარებინა ურთიერთობები რუსეთის ფედერაციულ სუბიექტებთან, ახლაც ასეთი პროვოკაციული იდეებით რომ გამოდის, ეს მის რეალურ მიზნებზე მეტყველებს. მისგან ეს გასაკვირი არ არის, რადგან გუშინ ისე, როგორც მთელი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, გახდნენ „პრიგოჟინისტები“ და გულით გულშემატკივრობდნენ ევგენი პრიგოჟინს, უძღვნიდნენ მას ეპიტაფიებს, ლექსებს და ა.შ. ჩვენ მათ დილიდანვე ვურჩიეთ, არ ამჩატებულიყვნენ, არ გამოევლინათ ზედმეტი აჟიტირება, თუმცა, არ დაგვიჯერეს და შესაბამისი შედეგი მიიღეს.
ათასი სისულელე თქვეს, ათასი შეცდომა დაუშვეს, ამაში ჩართული იყო აბსოლუტურად ყველა, სალომე ზურაბიშვილით დაწყებული და მის მიერ შეწყალებული გვარამიათი დამთავრებული, რომელიც „გოუ გოუ ჟენიას“ პოსტავდა დილიდან მოყოლებული. პირდაპირ გულშემატკივრობდა კაცს, რომელმაც ბახმუტში უკრაინელების სასაკლაო მოაწყო და ამით ამაყობდა. აქაც მთელი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ გულშემატკივრობდა. ამით რეალურად ჩანს მათი სახე. ჯერ საერთოდ ანალიზის უნარი რომ არ აქვთ, დილიდან აბსოლუტურად ვერ გაანალიზეს მოვლენები. ყველანაირი შეცდომა დაუშვეს მოვლენების ანალიზის დროს. თქვენ წარმოიდგინეთ ასეთი ანალიზის უნარის არმქონე ხელისუფლება რომ ჰყოლოდა საქართველოს, ქვეყანას ათას უბედურებაში გახვევდნენ. მადლობა ღმერთს, რომ დღეს ეს ადამიანები ხელისუფლების სათავეში არ არიან. ქვეყანა არის გადარჩენილი იმის გამო, რომ ამ ადამიანებმა ვერ მოახერხეს 2021 წელს ხელისუფლებაში დაბრუნება. ესენი არიან კოლექტიური „პრიგოჟინისტები“. მათი ადგილი ხელისუფლებაში არ არის. საზოგადოება ამას აფასებს და აქედან გამომდინარე, ისინი ვერც მომავალში ვერ მობრუნდებიან ხელისუფლებაში“,- განაცხადა კობახიძემ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,