24/06/23502 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

"არ შეასრულოთ კრიმინალური და მოღალატეობრივი ბრძანებები" - ФСБ პრიგოჟინის მიმდევრებს

"არ შეასრულოთ კრიმინალური და მოღალატეობრივი ბრძანებები", - რუსეთის უსაფრთხოების სამსახური "ვაგნერის" მებრძოლებს მოუწოდებს, არ დაემორჩილონ ევგენი პრიგოჟინის ბრძანებებს და დააკავონ იგი.  
"მოვუწოდებთ PMC-ის მებრძოლებს, არ დაუშვან გამოუსწორებელი შეცდომა, შეწყვიტონ ყოველგვარი ძალადობრივი ქმედება რუსი ხალხის წინააღმდეგ, არ შეასრულონ პრიგოჟინის კრიმინალური და მოღალატური ბრძანებები და მიიღონ ზომები მის დასაკავებლად", - აცხადებენ ФСБ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრში. 
ცნობისთვის, სიტუაცია რუსეთში მას შემდეგ დაიძაბა, რაც დაჯგუფება "ვაგნერის" ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსული არმია "ვაგნერის" ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა. ის ამბობდა, რომ დაქირავებულთა დიდი რაოდენობა დაიღუპა. 
"ჩვენ 25 000 ვართ და მივდივართ ბოროტების დასასრულებლად... ეს სამხედრო გადატრიალება არაა, ეს სამართლიანობის მარშია. ჩვენი ქმედებები ხელს არ უშლის ჯარის მოქმედებას... შოიგუ წითელ მოედანზე უნდა ჩამოახრჩონ და ლენინთან ერთად მავზოლეუმში დააწვინონ", - თქვა მან.
პრიგოჟინის ბრალდება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უარყო და თქვა, რომ "ვაგნერის" ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმის მტკიცებულებები "რეალობას არ შეესაბამებოდა".  
სწორედ პრიგოჟინის ამ განცხადებებზე აღძრა საქმე რუსეთის ФСБ-მ და თქვა, რომ მიზეზი "შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდებაა". მოგვიანებით, პრიგოჟინზე სისხლის სამართლის საქმე რუსეთის პროკურატურამაც აღძრა.
ამ დროისთვის, მოსკოვში სამხედრო ტექნიკა გადაადგილდება. მანამდე ქალაქში "ციხის გეგმა" გამოცხადდა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,