რუსეთის პროკურატურამ პრიგოჟინზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა
რუსეთის გენერალური პროკურატურა პრიგოჟინის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ პრიგოჟინის ქმედებებს სათანადო სამართლებრივი შეფასება მიეცემა. არსებული ინფორმაციით, დანაშაული 12-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"2023 წლის 23 ივნისს, რუსეთის ФСБ-ს საგამოძიებო დეპარტამენტმა კანონიერად და გონივრულად აღძრა სისხლის სამართლის საქმე პრიგოჟინ ე.ვ.-ს წინააღმდეგ. რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 279-ე მუხლით შეიარაღებული აჯანყების მოწყობის ფაქტზე" - წერია განცხადებაში.