23/06/23672 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ზეწოლა იყო პრეზიდენტზე, შემთხვევითი არაა, რომ შეწყალების მოტივი არ დაასახელა - პაპუაშვილი ნიკა გვარამიაზე

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გათავისუფლებას ეხმაურება და ამბობს, რომ პრეზიდენტზე შეწყალებასთან დაკავშირებით ზეწოლა იყო. მისივე თქმით, შემთხვევითი არაა, რომ ზურაბიშვილმა არ დაასახელა შეწყალების მოტივი.
პაპუაშვილის აზრით, შეწყალების რეალური მოტივების დასახელება მძიმე იქნებოდა.
"რაც შეეხება შეწყალებას, ჩვენ ვხედავდით, რომ დიდი ზეწოლა იყო პრეზიდენტზე ამ შეწყალებასთან დაკავშირებით, ეს ჩანდა იყო ღიაც და არაღიაც. იმედი გვქონდა ჩვენ, რომ პრეზიდენტი დადგებოდა კანონის უზენაესობის და ქართველი ხალხის მიერ განხორციელებული მართლმსაჯულების მხარეს, თუმცა მან სხვა მხარე აირჩია და ეს გადაწყვეტილება მიიღო. ერთი რამ არის მთავარი, ყველა გადაწყვეტილებას აქვს თავისი მოტივაცია, და შემთხვევითი არ არის ალბათ, რომ გუშინ პრეზიდენტმა მისი გადაწყვეტილების მოტივი არ დაასახელა. რა თქმა უნდა, ეს მოტივი ვერ იქნებოდა, რომ შეიწყალა ვინაიდან განაჩენი იყო უკანონო, ვინაიდან საქართველოს სამი ინსტანციის სასამართლოს აქვს ამ საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული, რა თქმა უნდა, მოტივად ვერ დაასახელებდა ჰუმანურობას, რადგან თავად მსჯავრდადებული არ ითხოვდა შეწყალებას და რა თქმა უნდა, მიზეზად ვერ დაასახელებდა დეპოლარიზაციას, ვინაიდან ეს იქნებოდა ცინიზმის მწვერვალი, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის ეთქვა, რომ ამის მოტივი იყო დეპოლარიზაცია, ვნახოთ, რაც არის გადაწყვეტილება მივიღოთ ასე, დრო ყველაფერს განსჯის", - თქვა პაპუაშვილმა. 
პაპუაშვილის თქმით, ახლა ყველა, ვინც სალომე ზურაბიშვილს შეწყალებისკენ მოუწოდებდა და ამბობდა, რომ ეს ნაბიჯი დეპოლარიზაციისთვის იყო საჭირო, პასუხისმგებელია, მათ შორის უცხოელი პარტნიორებიც: 
"ყველა, ვინც მოუწოდებდა პრეზიდენტს, რომ შეეწყალებინა ნიკა გვარამია, ვინაიდან ეს იყო დეპოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი და ამით არასწორ კავშირს აკეთებდა ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხზე, რა თქმა უნდა, ყველა ეს ადამიანი პასუხისმგებლობას იღებს , რომ ამ ნაბიჯის შემდეგ უნდა მოხდეს დეპოლარიზაცია და ვნახოთ. თუკი ეს იყო პოლარიზაციის საფუძველი ოპოზიციის მხრიდან, ვინაიდან მათ მიაჩნდათ, რომ უსამართლო იყო ეს გადაწყვეტილება. ახლა ვინაიდან ნიკა გვარამია შეწყალებულია, გამოდის რომ ბურთი არის ოპოზიციის მხრეს. ამაში ჩართული იყვნენ მათ შორის უცხოეთიდან ადამიანები, რომლებიც მოუწოდებდნენ პრეზიდენტს შეწყალებისკენ, ახლა აიღონ პასუხისმგებლობა და დავაკვირდეთ ოპოზიცია, რამდენად შეცვლის საკუთარ რადიკალურ დღის წესრიგს" - თქვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, 22 ივნისს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ შეიწყალა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია. მან ციხეში წელიწადზე მეტი გაატარა. ნიკა გვარამიამ რუსთავის ციხე ღამით დატოვა. მას საპატიმროსთან და "მთავარ არხში" ათობით გულშემატკივარი ელოდებოდა. 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY