23/06/23788 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ნიკა გვარამია - არ მომწონს ჩემი თავი იმ ვიდეოებში, რომლებსაც გამოიყენებენ - საძაგლობაა ქალთან მიმართებით ასე მოქცევა, ვწუხვარ და პრეზიდენტს ბოდიშს ვუხდი - არც ის უნდა გაჯიუტდეს თავის შეცდომაში და უნდა გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი

მე არ მომწონს ჩემი თავი ამ ვიდეოებში. საძაგლობაა ქალთან მიმართებით ასე მოქცევა. მე ვწუხვარ ამის გამო და ბოდიშს ვუხდი მას ამის გამო ,- ამის შესახებ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორმა, ნიკა გვარამიამ საპატიმროს დატოვების შემდეგ განაცხადა.
გვარამიას თქმით, არც სალომე ზურაბიშვილი უნდა გაჯიუტდეს და მან უნდა გაათავისუფლოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.
„ველოდი ამ კითხვას. მე არ ვაპირებ ჩემს შეცდომაში გაჯიუტებული ვიყო. ის ვიდეოები, რომელსაც დიდი ეჭვი მაქვს, რომ ამ დღეების განმავლობაში გამოიყენებენ მის წინააღმდეგ. მე არ მომწონს ჩემი თავი ამ ვიდეოებში. საძაგლობაა ქალთან მიმართებით ასე მოქცევა. მე ვწუხვარ ამის გამო და ბოდიშს ვუხდი მას ამის გამო. არც ის [სალომე ზურაბიშვილი] უნდა გაჯიუტდეს თავის შეცდომაში, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი და მან უნდა გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი“,- განაცხადა გვარამიამ.
ამასთან, გვარამიას თქმით, მას შეწყალება არ უთხოვია, რადგან თავს დამნაშავედ არ ცნობს. "მე არ ვთვლიდი და დღემდე არ ვთვლი, რომ შეწყალება უნდა მეთხოვა, რადგან ჩემი თავი უდანაშაულო მგონია. ამაში დარწმუნებული ვარ და ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ამას აუცილებლად დავამტკიცებ", - განაცხადა გვარამიამ.
ნიკა გვარამიამ გეგმებთან დაკავშირებულ კითხვაზე განაცხადა, რომ არ აპირებს "მთავარ არხს" უხელმძღვანელოს.
"მთავარი, რასაც მე გავაკეთებ, ეს იქნება იმ სირთულეებიდან „მთავარი არხის“ გამოყვანა, რომლშიც ის იმყოფება, თუმცა მე არ ვაპირებ, რომ „მთავარ არხს“ ვუხელმძღვანელო. მე ვიქნები მისი დამფუძნებელი, როგორც ვარ ახლა, მაგრამ „მთავარი არხი“ გადარჩა, მან აჩვენა, რომ ჩემს გარეშე, თავისუფალ ცურვაში მშვენივრად გრძნობს თავს, მე ვიტყოდი უკეთესად, ვიდრე ჩემს პირობებში, ამიტომ მე გავაკეთებ იმას „მთავარი არხისთვის“, რაც შეიძლება სხვას არ შეეძლოს, არც „მთავარ არხზე“ და არც სხვაგან. ეს, პირველ რიგში, ეხება მის გამოყავანს ფინანსური კრიზისიდან, მაგრამ „მთავარ არხს“ უხელმძღვანელებს ის, ვინც ახლაც ხელმძღვანელობს, ეს გიორგი გაბუნიაა, მისი დირექტორი. მე ამ წინადადებით მივმართავ სამეთვალყურეო საბჭოს. პირველ რიგში, ეს იქნება რასაც გავაკეთებ. არ ვიცი მე ჯერჯერობით ჩემი ურთიერთობა ტელევიზიასთან როგორც ჟურნალისტის, უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ არანაირი გადაწყვეტილება არ მაქვს მიღებული. რაც შეეხება იმას, საერთოდ რას გავაკეთებ, გულწრფელად გეტყვით, ციხეში მე ამასთან დაკავშირებით არანაიტრი გადაწყვეტილება, ზოგადად არაფერთან დაკავშირებით არ მიმიღია, იმიტომ, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია კონტექსტი, იმის შეგრძნება რა ხდება სინამდვილეში გარეთ", - განაცხადა მან.




share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY