შოიგუ - უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე Himars-ისა და Storm Shadow-ს რაკეტებით დარტყმების განხორციელებას გეგმავს
"ჩვენი ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, მათ შორის ყირიმზე, დარტყმების განხორციელებას HIMARS-ისა და STORM SHADOW-ს რაკეტებით გეგმავს.[…] სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონის გარეთ ამ რაკეტების გამოყენება ნიშნავს შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის სრულ ჩართვას კონფლიქტში და გამოიწვევს დაუყოვნებელ დარტყმას უკრაინის ტერიტორიაზე გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებზე", - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა.