17/06/23892 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

სტუდენტ ლუკა შველიძის პალატაში, რომელიც თსუ-ში მომხდარი დაპირისპირებისას მიღებული დაზიანებებით ხეჩინაშვილის კლინიკაში იმყოფება, იარაღიანი მამაკაცი შევიდა

სტუდენტ ლუკა შველიძის პალატაში, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომხდარი დაპირისპირებისას მიღებული დაზიანებებით ხეჩინაშვილის კლინიკაში იმყოფება, იარაღიანი მამაკაცი შევიდა.
აღნიშნულის შემდეგ, კლინიკის ეზოში დაპირისპირებაც მოხდა.
ხეჩინაშვილის კლინიკის ეზოში მომხდარ დაპირისპირებაში თავად ლუკა შველიძე და მისი დედაც მონაწილეობენ. ისინი აღნიშნული მამაკაცის ვინაობის დასახელებას ითხოვდნენ.
„იარაღით რატომ მოხვედი, რა გინდა, მოკვლა გინდა ჩემი შვილის? ვისია ეს იარაღი?“ - მიმართა ლუკა შველიძის დედამ მონიკა პაპაშვილმა მამაკაცს, რომელიც პოლიციამ კლინიკის ტერიტორიიდან გაიყვანა.
ამასთან, მშობელი „ტვ.პირველთან“ ამბობს, რომ აღნიშნულმა მამაკაცმა, რომელიც მის შვილთან ნასვამ მდგომარეობაში იარაღით მივიდა, ვინაობა მხოლოდ სამართალდამცველებთან დაასახელა.
„პატრულმა ვერ დაადგინა ეს ადამიანი ნასვამი იყო, თუ არა. თქვეს, ჩვენ ამის საშუალება ახლა არ გვაქვსო და ამ ადამიანისთვის იარაღიც არ ჩამოურთმევიათ. ორი ადამიანი იყო, მათგან ერთს ეცვა ნაცრისფერი, მეორეს კი შავი ზედა. არცერთმა მათგანმა სახელი და გვარი არ თქვა. პატრულს კარგად ჩასჩურჩულეს, თუ ვინ იყვნენ და რას წარმოადგენენ“, - განაცხადა ლუკა შველიძის მშობელმა, მონიკა პაპაშვილმა.
თავად ლუკა შველიძე კი აცხადებს, რომ აღნიშნული მამაკაცი, რომელიც მასთან პალატაში იარაღით შევიდა, პოლიციის თანამშრომლად გაეცნო.
ცნობისთვის, თსუ-ში, სადაც დღეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და თსუ-ს ლექტორი ირაკლი კობახიძე ლექციას ატარებდა ინციდენტი მოხდა. ერთმანეთს ახალგაზრდები დაუპირისპირდნენ, რომელთა ნაწილი კობახიძის მხრიდან ბოდიშის მოხდას ითხოვდა იმ განცხადების გამო, რომელიც მან გასულ დღეებში ცალკეულ სტუდენტებთან მიმართებით გააკეთა. სწორედ ამ დაპირისპირების დროს დაშავდა სტუდენტი ლუკა შველიძე, რომელიც ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY