13/06/23669 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ომი პირველი ტაიმი დასასრულს უახლოვდება - რეზნიკოვი

მას შემდეგ, რაც უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ კონტრშეტევა დაიწყო , უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ სამხედრო პროცესი შუა ეტაპამდე მივიდა - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა Foreign Affairs-თან ინტერვიუში განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რა ეტაპზეა ომი? ოლექსეი რეზნიკოვი პასუხობს - "პირველი ტაიმი დასასრულს უახლოვდება".
ინტერვიუში რეზნიკოვი კიდევ ერთხელ იხსენებს ომის დასაწყისს და დასავლეთის დამოკიდებულებას, რომელსაც არ სჯეროდა უკრაინის წარმატების. მას შემდეგ კი, რაც უკრაინულმა ძალებმა საპირისპირო დაამტკიცეს, პარტნიორების შეხედულებაც შეიცვალა: 
''თავდაპირველად დასავლეთის დახმარება მკვეთრად შემცირდა. ჩვენ ვკითხეთ დასავლელ მეგობრებს, შეიძლება გვქონდეს სტინგერები? გვიპასუხეს - არა, გათხარეთ სანგრები და მოკალით რაც შეიძლება მეტი რუსი, სანამ ეს არ დასრულდება . ხალხი ფიქრობდა, რომ ჩვენი გამარჯვება შეუძლებელი იყო, მაგრამ როდესაც უკრაინულმა ძალებმა გაძლეს და განაგრძეს ბრძოლა, შეერთებულმა შტატებმა, ევროპის ქვეყნებმა და უკრაინის სხვა მეგობრებმა საბოლოოდ მოგვაწოდეს უფრო დახვეწილი იარაღის ფართო სპექტრი. გამოგვიგზავნეს Stingers, HIMARS და Patriots, რომლებმაც ჩამოაგდეს, რუსეთის ვითომდა შეუჩერებელი ჰიპერბგერით Kinzhal რაკეტები. ახლა, უკრაინას ჰყავს „ბრედლი, სტრაიკერები, აბრამსი, ლეოპარდები და სხვა“ - ამბობს უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი.
კონტრშეტევის დაწყება ოფიციალურად უკრაინის პრეზიდენტმაც დაადასტურა. 10 ივნისს, კანადის პრემიერმინისტრთან, ჯასტინ ტრუდოსთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ "მიმდინარეობს კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები", თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია. 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY