13/06/23327 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

დიმიტრი ხუნდაძე - მივმართავ ჩვენს უცხოელ პარტნიორებს - მართალია, თქვენ საქართველოში საპატიო დიპლომატიური მისიით ბრძანდებით და გიდასტურებთ პატივისცემას, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ სტუმრები ხართ

ჩვენ არავისგან გვესწავლება ტოლერანტობა და არც არავისგან მივიღებთ ამაზე მითითებებს - იმედს ვიტოვებ, რომ ლგბტ თემას, ევროკავშირის წევრის სტატუსის მინიჭების პროცესში, შანტაჟის კიდევ ერთ იარაღად არ გამოიყენებთ და თუ მაინც შეეცდებით, საზოგადოებისგან პასუხი იქნება შესაბამისი, - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს მთელ მსოფლიოში აქტიურად მიდის ლგბტ თემის პროპაგანდა და თუ სხვა ქვეყნებში ამას, შესაძლოა, სხვა მიზანი ჰქონდეს, „საქართველოში ამ თემას სიტუაციის არევისთვის იყენებენ“.
„მსურს, განცხადება გავაკეთო იმ თემაზე, რაც ყველა ჭეშმარიტ ქრისტიანს და ტრადიციულად მოაზროვნე პიროვნებას აშინებს, დიახ, აშინებს და არა მხოლოდ აღელვებს. საქმე ეხება თანამედროვე მსოფლიოში ლგბტ თემის ისტერიულ, მიზანმიმართულ პროპაგანდას. ვერაფრით წარმოვიდგენდით იმას, რომ თუნდაც ამერიკაში, რუზველტის, ლინკოლნის, რეიგანის და სხვათა ქვეყანაში ამერიკის სახელმწიფო დროშას ლგბტ ფერადი დროშა ჩაანაცვლებდა. აღარაფერს ვსაუბრობ სხვა ტრადიციულ და განსაკუთრებით, ორთოდოქსულ სახელმწიფოებზე. რა ხდება? რატომ არის ასეთი დაუნდობელი ბრძოლა მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოშიც ტრადიციების, რწმენის, ოჯახური ღირებულებების წინააღმდეგ? რაში სჭირდებათ სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებს ასეთი მასშტაბური პროპაგანდა და პოპულარიზაცია? ხომ ყველამ ვიცით, რომ მათ არავინ ეხება და მათ უფლებებს არავინ ზღუდავს. მათ არავინ ერჩის. მაშ რაში სჭირდებათ ეს ყველაფერი? განსაკუთრებით, დღეს, ამ ურთულეს გლობალურ პროცესებში?
პასუხი არც ისე მარტივია, რადგან სწორედ ადამიანის უფლებრივ დაცვას და დემოკრატიას ამოფარებულები შენიღბულად მოქმედებენ ახალგაზრდა თაობის გასარყვნელად, თუმცა უკვე ყოველგვარ ზღვარს გასცდნენ და შეეხნენ ბავშვებს, ყველაზე სუფთა ასაკს. ეს უკვე საგანგაშოა! ამის იქით მხოლოდ უფსკრულია, საითკენაც მიაქანებენ ჩვენს ქვეყანას. საქართველოში ბავშვებს დედა ენას ურიგებენ და არა ერთსქესიანთა ოჯახური ცხოვრების წესებს აცნობენ, რაც არ უნდა კარგად იყოს ეს ნამღერი. როდესაც ამაზე ვსაუბრობთ, ბევრი ამბობს - უფალი არ გაწირავს საქართველოსო. არა, ეს ნამდვილად ასე არ იქნება, თუკი ჩვენ თავად გავწირავთ ჩვენს ქვეყანას და არ დავიცავთ საკუთარ შვილებს. დღეს ქართულ პოლიტიკაში ცოდნისა და უმეცრებისა, რწმენისა და უღმერთობის, სიკეთისა და ბოროტების ორთაბრძოლაა. სამწუხაროდ, ბოროტი ძლიერია - იმდენად ძლიერი, რომ ქართველებს (არა უმრავლესობას, მაგრამ მაინც ქართველებს) საკუთარი ხელით ანადგურებინებს საკუთარ ქვეყანას, თუმცა არც ისეთი ძლიერნი არიან, რომ ამ ქვეყნის გაქრობა შეძლონ.
თუკი ამერიკის პრეზიდენტს ლგბტ თემის წარმომადგენლების ხმები, სხვა მიზნებთან ერთად, არჩევნების მოსაგებად სჭრდება, საქართველოში ამის პროპაგანდა სიტუაციის ასარევად, ყველაზე ხელუხლებელი - რწმენის გასანადგურებლად და ქართული სინდისის გასაქრობად სურთ. ახლოვდება ივლისი და დაანონსებულია „ლგბტ“ პრაიდი, ზუსტად ამერიკის დამოუკიდებლობის დღის პერიოდში, ალბათ მათი მფარველობის იმედით.
მივმართავ ჩვენს უცხოელ პარტნიორებს - თქვენ საქართველოში მართალია, საპატიო დიპლომატიური მისიით ბრძანდებით და გიდასტურებთ პატივისცემას, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ სტუმრები ხართ. მიუხედავად თქვენი აუცილებელი და საჭირო სტუმრობისა ჩვენს ქვეყანაში, სტუმრები ვერ შეცვლიან საქართველოში მასპინძლის ადათ-წესებს.
ჩვენ არავისგან გვესწავლება ტოლერანტობა და არც არავისგან მივიღებთ ამაზე მითითებებს. იმედს ვიტოვებ, რომ „ლგბტ“ თემას, ევროკავშირის წევრის სტატუსის მინიჭების პროცესში, შანტაჟის კიდევ ერთ იარაღად არ გამოიყენებთ და თუ მაინც შეეცდებით, საზოგადოებისგან პასუხი იქნება შესაბამისი. ეს ქვეყანა სწორედ ღირსებით, რწმენის და ტრადიციების პატივისცემით მოვიდა აქამდე. ჩვენ დღეს, მის მომავალს ფერად წერტილს ვერავის დავასმევინებთ“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,