08/06/23709 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

"ფრენების აღდგენა არ არის ცალმხრივი, მოსკოვის გადაწყვეტილებას სჭირდებოდა საქართველოს თანხმობა" - მწვავე განხილვა ევროპარლამენტში

"პირველ რიგში ქალბატონ სეფაშვილს მინდა ვუთხრა, რომ ფრენების აღდგენა არ არის ცალმხრივი, რადგან მოსკოვის გადაწყვეტილებას სჭირდებოდა საქართველოს თანხმობა, სხვაგვარად ფრენები ვერ აღდგებოდა. ვერც ერთი ქვეყანა ვერ გადაწყვეტს ცალმხრივად, რომ რომელიმე ქვეყანაში სურს ფრენები. ასე რომ, ეს გადაწყვეტილება ნებისმიერ შემთხვევაში ორმხრივი იყო. გარდა ამისა, დიახ, იყო მოწოდებები 2019 წელს, რომ ფრენები არ შეწყვეტილიყო, მაგრამ ეს იყო ომამდე და რუსეთის აგრესიამდე."-  ასე უპასუხა ევროპარლამენტარმა ლუკ დევინმა "ხალხის ძალის" დეპუტატს ეკა სეფაშვილს, რომელმაც ბრიუსელში მიმდინარე განხილვაზე თქვა, რომ  ფრენების აღდგენა რუსეთის გადაწყვეტილება იყო:
 "მინდა შეგახსენოთ, რომ 2019 წელს, როდესაც რუსეთმა ეს ფრენები შეწყვიტა, ევროპის წარმომადგენლები მოუწოდებდნენ მოსკოვს, რომ არ მიეღო ეს გადაწყვეტილება, რადგან ეს ეწინააღმდეგებოდა ადამიანის უფლებებს. გამოდის, რომ 2019 წელს, როდესაც საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული იყო, მთელი დასავლური საზოგადოება ფრენების შეწყვეტას ეწინააღმდეგებოდა. ახლა რატომ შეიცვალა დამოკიდებულება? - განაცხადა სეფაშვილმა.
დევინი გამოეხმაურა "ოცნების" დეპუტატს მაია ბითაძესაც და მას კიდევ ერთხელ შეახსენა ღარიბაშვილის განცხადება, სადაც პრემიერმა ნატოს გაფართოება დაასახელა უკრაინის ომის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად:
"გარდა ამისა, ქალბატონ ბითაძეს მინდა გავცე პასუხი. „ნატოს გაფართოება არის უკრაინაში ომის მიზეზი“ - თქვა თქვენმა პრემიერმინისტრმა და თქვენ ამბობთ, რომ 2008 წლის ომის მიზეზიც ეს არის. ჩვენ ყველანი გეთანხმებით ამაში. პრობლემა ის არის, რომ თქვენგან განსხვავებით, თქვენს პრემიერმინისტრს საერთოდ არ უხსენებია, რომ რუსეთი 2008 წლიდან არაფრად აგდებს ქვეყნების სუვერენულ უფლებებს, არამედ მიზეზად მხოლოდ ნატოს გაფართოება დაასახელა, რაც რუსული ნარატივია და თან ტყუილია, იმიტომ რომ 2008 წლიდან, როდესაც საქართველომ და უკრაინამ ნატოში გაწევრიანების დაპირება მიიღეს, 2022 წლამდე, როდესაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, არანაირი პრაქტიკული ნაბიჯები არ გადადგმულა უკრაინის ნატოში გასაწევრიანებლად. ასე რომ ეს მხოლოდ საბაბი იყო რუსეთისთვის." განაცხადა ევროდეპუტატმა.
შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი კი დღეს ამტკიცებდა, რომ ევროპელმა დეპუტატებმა ღარიბაშვილის ციტატა კონტექსტის გარეშე ახსენა
"ირაკლი ღარიბაშვილი ამ დილით უკვე სამჯერ ახსენეს. თქვენ, ქალბატონო თანათავმჯდომარე, მოიყვანეთ მისი ციტატა ბუდაპეშტში გამოსვლიდან და ეს ციტატა კონტექსტის გარეშე იყო. ბატონმა პრემიერმა იმ გამოსვლისას ასევე ხაზი გაუსვა სამოქალაქო თანასწორობას საქართველოში და ყველა უმცირესობის უფლების დაცვას. ბატონი ღარიბაშვილის ერთ-ერთი ციტატა ასევე ახსენა ბატონმა ლუკ დევინმა. პრემიერმინისტრი მაშინ საუბრობდა იმის შესახებ, რომ უკრაინას რუსეთი თავს დაესხა უკრაინას იმის გამო, რომ უკრაინა ევროპული გზით ვითარდება და 2008 წელსაც ანალოგიური რამ მოხდა საქართველოში, როდესაც ჩვენ ვიწვნიეთ რუსული აგრესია ევროპული გზის არჩევის გამო. სხვათა შორის ანალოგიური რამ განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმაც, რომელმაც თქვა, რომ ისტორიაში პირველად ქვეყანა გახდა აგრესიის მსხვერპლი იმის გამო, რომ ევროპული ოჯახის წევრობის სურვილი გამოთქვა." თქვა შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, რომელიც ასევე ესწრება სხდომას 
შეგახსენებთ, ბრიუსელში, ევროპარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) მე-12 სხდომა იმართება. კომიტეტის სხდომის ფარგლებში განიხილავენ საქართველოს მიერ, ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულების პროგრესს.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY