07/06/23614 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

კანდიდატის დამოუკიდებლობა კითხვებს აჩენდა - პრეზიდენტის პასუხი "ოცნებას" ლაშა ხუციშვილზე

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ადასტურებს, რომ სებ-ის პრეზიდენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე, მოქმედი ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის წარდგენას ნამდვილად განიხილავდა, თუმცა მსხილაძის თქმითვე, კითხვები გაჩნდა ხუციშვილის დამოუკიდებლობაში, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმია. მისივე თქმით, კანდიდატი რომ დამოუკიდებელი არ იყო და მისი დანიშვნა სებ-ის პრეზიდენტად მმართველი პარტიის ინტერესებში იყო, ეს ქართული ოცნების დღევანდელმა განცხადებამაც დაადასტურა:  
"ლაშა ხუციშვილის კანდიდატურას საქართველოს პრეზიდენტი ნამდვილად განხილავდა და მიიჩნევდა, რომ მისი პროფესიონალიზმი, გამოცდილება და კვალიფიკაცია აკმაყოფილებდა კრიტერიუმებს, თუმცა ერთ- ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი, კანდიდატის დამოუკიდებლობა კითხვებს აჩენდა, რაც გამყარდა მთავრობის მხრიდან ლაშა ხუციშვილის წარდგენის კატეგორიული მოთხოვნით და პრეზიდენტზე მუდმივი ზეწოლითა და შანტაჟით" განაცხადა გიორგი მსხილაძემ.
შეგახსენებთ, ქართულმა ოცნებამ დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც სალომე ზურაბიშვილი ეროვნული ბანკისთვის მიზანმიმართულად დაბრკოლების შექმნაში დაადანაშაულა. "ოცნება" უკმაყოფილოა, რომ ზურაბიშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატად არ წარადგინა მოქმედი ფინანსთა მინისტრი ლაშას ხუციშვილი.
მმართველი პარტიის ამ განცხადებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა განაცხადა, რომ სებ-ის საქმიანობას აზიანებს და რეპუტაციას ულახავს სწორედ ხელისუფლების ქმედებები და პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის მუქარა.
მსხილაძის თქმითვე, ამჟამად ეროვნული ბანკის საქმიანობა არ ზიანდება, ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს ერთ ერთი ყველაზე მაღალკვალიფიციური პროფესიონალი კადრი არ ფერხდება არც პრეზიდენტის დანიშვნის პროცესი. მსხილაძის განცხადებით, სებ-ის საბჭოს დღესვე შეუძლია წარადგინოს ბანკის ხელმძღვანელის კანდიდატურა და პრეზიდენტის მიერ დაწყებული საბჭოს წევრების შერჩევის პროცესი, ამ წარდგინებასთან კავშირში არ იქნება და არც პროცესს შეაფერხებს.
ის, რაც ნამდვილად აზიანებს ეროვნული ბანკის საქმიანობას, არის მმართველი პარტიის დღევანდელი განცხადება, რამაც საბოლოოდ გამოამჟღავნა, რომ ლაშა ხუციშვილის კანდიდატურა უალტერნატივოა - აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY