03/06/23646 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ლევან ხაბეიშვილი - საქართველოს დამნაშავე პრეზიდენტი არ ჰყოლია - თურმე, რაღაც სამაჯური უნდა ჰქონდეს, სამაჯური და ალიკაპი გაუკეთონ კობახიძეს და ღარიბაშვილს

საქართველოს დამნაშავე პრეზიდენტი არ ჰყოლია. თურმე, რაღაც სამაჯური უნდა ჰქონდეს და ა.შ. სამაჯური და ალიკაპი გაუკეთონ ირაკლი კობახიძეს და ირაკლი ღარიბაშვილს, - ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს ფრანგულ ტელეარხ France 24-თან.
ხაბეიშვილის განმარტებით, ის არ ეთანხმება პრეზიდენტის განცხადებას, რომ სააკაშვილს ელექტრონული სამაჯური გაუკეთდეს.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ყოფილ პრეზიდენტს ქვეყნისთვის ბევრი აქვს გაკეთებული და მას სამაჯური არ უნდა დაუმაგრდეს.
„პრეზიდენტ სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი. სალომე ზურაბიშვილს ეს ინსტრუმენტი აქვს, პრეზიდენტ სააკაშვილს შესაწყალებელი კი არ აქვს რამე, სალომემ მისი უფლებამოსილება უნდა გამოიყენოს და გაათავისუფლოს პუტინის საამებლად დაკავებული პრეზიდენტი - ეს არის ჩემი დამოკიდებულება. არ ვეთანხმები იმას, რომ თურმე, ვიღაცას რაღაცა სამაჯური უნდა ეკეთოს და ა.შ. პერეზიდენტ სააკაშვილს ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი გაუკეთებია იმისთვის, რომ სამაჯურით არ იაროს. უპირობო თავისუფლება მიეცეს პრეზიდენტ სააკაშვილს და მათ შორის, ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, რადგან მას შეუძლია იყოს მთავარი ლობისტი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ ტელეარხ France 24-თან ინტერვიუში განაცხადა: „ვფიქრობ, რომ მას [სააკაშვილს] კარგად უნდა მოუარონ და ამას ხმამაღლა ვამბობდი - ისე როგორც ბევრ სხვა პრეზიდენტს მსოფლიოს მასშტაბით, რომლებსაც პატიმრობა მიუსაჯეს. ელექტრონული სამაჯურები არსებობს, რომელთა შესახებაც ვიცით და სხვა ფორმები, რომლებიც უფრო შეესაბამება იმ ქვეყანას, რომელიც ევროკავშირს შეუერთდება”.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,