26/05/23315 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

პრემიერი - ჩვენ არ ვიშურებთ ძალისხმევას, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი - ხელისუფლება და ქართველი ხალხი ევროპისაგან ველით ერთადერთ სწორ და სამართლიან გადაწყვეტილებას - სტატუსის მინიჭებას

განსაკუთრებით შთამბეჭდავია ჩვენი წარმატებები ევროინტეგრაციის გზაზე; მე ვამაყობ, რომ ჩემი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში, წილად მხვდა პატივი, ხელი მომეწერა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ამ შეთანხმების შედეგად, საქართველო დღეს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობითა და უვიზო მიმოსვლით სარგებლობს.
„გასულ წელს ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის განაცხადი გავაკეთეთ და ევროკავშირისგან მივიღეთ ევროპული პერსპექტივა, რაც ნამდვილად ისტორიული გადაწყვეტილება იყო. ეს ყველაფერი სწორედ ბოლო ათ წელიწადში ჩვენი ხელისუფლების მუშაობის შედეგია, ჩვენი მონაპოვარია, მაგრამ ჩვენ კვლავაც არ ვიშურებთ ძალისხმევას, რომ წლის ბოლოს ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რაც ევროკავშირში ინტეგრაციის ახალ ეტაპს დაუდებს სათავეს.
დღევანდელ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში ჩვენ, საქართველოს ხელისუფლება და ქართველი ხალხი ევროპისაგან ველით ერთადერთ სწორ და სამართლიან გადაწყვეტილებას, საქართველოს საუკუნოვანი მისწრაფების, ჩვენი ხელისუფლებისა და ხალხის ერთიანი ძალისხმევის აღიარებას - ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მონიჭებას. ევროპის მხრიდან ჩვენი დამსახურების სამართლიანი აღიარება იქნება ისტორიული ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულებას, მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას, ჩვენი ქვეყნის შემდგომ წინსვლას“ , - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA