24/05/23299 ნახვა წყარო: timer.geფოტო: timer.ge

გოცირიძე – ღარიბაშვილი საზღვარგარეთ რუსეთის ემისარი და ელჩი გახდა

ირაკლი ღარიბაშვილის მავნებლური განცხადებები ქვეყნის ფარგლებს გასცდა – ის საზღვარგარეთ რუსეთის ემისარი, რუსეთის ელჩი გახდა! – ასე ეხმაურება პარლამენტის ოპოზიციონერი წევრი რომან გოცირიძე კატარში მიმდინარე ეკონომიკურ ფორუმზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს.
გოცირიძის თქმით, აპირებს ღარიბაშვილის ყველა მავნებლური განცხადების შეკრებას და მის ანტინობელზე წარდგენას.
გოცირიძის შეფასებით, ის ანტინობელის სერიოზული კანდიდატია.
„თუკი ღარიბაშვილი აქამდე ომით საქართველოს მოქალაქეებს აშინებდა და მსგავსი რიტორიკით უცხოელ პარტნიორებთან საუბარს ვერ ბედავდა, საზღვარგარეთ უკვე რუსეთის ემისარი, რუსეთის ელჩი გახდა. მან პირველი ტესტი უნგრეთში გააკეთა, როცა სიტყვით ოდიოზურ ფორუმზე გამოვიდა. ახლა კი ეკონომიკურ ფორუმზე, რომელიც ძალიან სერიოზული ფორუმია და სადაც ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე უნდა იზრუნონ, პირდაპირ პრორუსულ, ანტიქართულ, ანტიუკრაინულ, ანტიდასავლურ განცხადებებს აკეთებს. ასეთი შინაარსის განცხადებებით რუსეთთან ახლოს მდგომი არც ერთი ქვეყნის ლიდერი არ საუბრობს. არასდროს ასეთ რამეს სომხეთის პრეზიდენტი არ იტყვის. მსგავსს განცხადებებს არასდროს გააკეთებს ყაზახეთის პრეზიდენტი. არის ორად-ორი ადამიანი, ვინც ასეთი მესიჯებით საუბრობს – ეს არიან ლუკაშენკო და პუტინი. პრემიერ მინისტრი ამბობს, რომ უკრაინას საქართველოს ომში ჩართვა უნდა, წარმოგიდგენიათ, რომ საქართველო თავს დაესხას რუსეთს – სოჭი უნდა ავიღოთ, სოხუმი და ცხინვალი?! ეს იმდენად აბსურდულია, რომ არც ერთი წესიერი პოლიტიკოსი ასეთ განცხადებას არ გააკეთებს. ირაკლი ღარიბაშვილს საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება არა აქვს – რასაც ივანიშვილი ჩასძახებს, ამოსძახებს ღარიბაშვილი. საუბედუროდ, ეკონომიკის მსოფლიო ფორუმზე ამოსძახა. მარტო იმ განცხადებით, რომ უკრაინას საქართველოს ომში ჩართვა უნდა, ამ კაცს ანტინობელი გარანტირებული აქვს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 80

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,