24/05/23530 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გიორგი ვაშაძე - „ქართულ ოცნებას“ უნდა რუსეთთან ომი, რომ ქვეყნის საგარეო ვექტორის საბოლოო ცვლილებისთვის გაათამაშოს - არ გამოვრიცხავ სცენარს, რუსეთთან ერთად პროვოკაცია დაიგეგმოს

ფრენების გახსნა არ არის უბრალოდ ფრენების გახსნა, ეს არის საგარეო პოლიტიკური ვექტორის ცვლილება , - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.
გიორგი ვაშაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ წინასწარ დაწერილი სცენარით მოქმედებს და რუსეთის პარტნიორ რეჟიმს წარმოადგენს.
„თუ გვინდა, რომ თვალები დავიბრმაოთ და დავიყრუოთ თავი, მაშინ „ქართულ ოცნებას“ უნდა დავუჯეროთ, ხოლო თუ სიმართლეს გვინდა თვალი გავუსწოროთ, ჩვენ გვყავს რუსეთის პარტნიორი რეჟიმი. ფრენების გახსნა არ არის უბრალოდ ფრენების გახსნა, ეს არის საგარეო პოლიტიკური ვექტორის ცვლილება. არავინ არაა მაგის პატარა ბავშვი, რომ დაიჯეროს, რომ უცებ რუსეთში ვიღაცას დაესიზმრა და ფრენები გახსნა საქართველოსთან ან შემთხვევით მოხდა, რომ გემებმა დაიწყეს ნოვოროსიისკის მიმართულებით სიარული, ან პუტინმა დღისით, მზისით გაიღვიძა და და უცებ სავიზო რეჟიმის გაუქმება მოუნდა. ეს არის დაწერილი სცენარი, რომლითაც „ქართული ოცნება“ მოქმედებს. ისინი ყველა თემას ამზადებენ, პირდაპირი ფრენები იქნება თუ ვიზები, უბრალოდ ფაქტის წინაშე კი არ დავდექით, 3-4 თვეა მზადდება. გაგახსენებთ, აბაშიძე-კარასინის ჩანაწერები რომ გამოქვეყნდა, გახსოვთ იქ რაზე იყო საუბარი? „ტრანსპორტის სამინისტრო თქვენს სამინისტროს ელაპარაკა“, სხვადასხვა ჯგუფები მუშაობენ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
გიორგი ვაშაძის განცხადებით, არაა გამორიცხული, რომ „ქართული ოცნება“ რუსეთთან ერთად პროვოკაციას და ხელოვნურ ესკალაციას გეგმავდეს საქართველოს საგარეო ვექტორის შესაცვლელად.
„ბოდიში და არაფრის თავი ახლა რუსეთს არ აქვს. სამაჩაბლოში სულ სამი ცალი ტანკი დგას. რეალურად „ქართული ოცნებაა“ დაინტერესებული ესკალაციით, „ქართულ ოცნებას“ უნდა რუსეთთან ომი. ოღონდ რა კუთხით იცით? რომ ეს გაათამაშოს ქვეყნის საგარეო ვექტორის საბოლოო ცვლილებისთვის. მე არ გამოვრიცხავ ასეთ სცენარს, რომ რუსეთთან ერთად დაიგეგმოს პროვოკაცია“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA