21/05/23722 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ნიკა გვარამიას მკვლელობისთვის 2 მილიონ დოლარს იხდიდნენ | სპეცსამსახურის ყოფილი თანამშრომლის აღიარება - ახალი დეტალები

ნიკა გვარამიას ლიკვიდაციის გეგმა - სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომელი ნოდარ მელაძის "შაბათში" სკანდალურ ინფორმაციას ასაჯაროებს.  
დათა დათაშვილი, რომელიც განმავლობაში მუშაობდა ძალოვან სტრუქტურაში, ინტერვიუში ჰყვება,  რომ ნიკა გვარამიას შეკვეთილი მკვლელობის საქმე იგეგმებოდა და ამ დავალებისთვის სპეციალურად დაქირავებული "ქიელერები" 2-ჯერ  ჩამოვიდნენ საქართველოში თუმცა დავალებას თავი ვერ გაართვეს. 
ხელისუფლების ოპონენტები არ გამორიცხავენ, რომ საქმეს ქართული სპეცსამსახურები რუს კოლეგებთან ერთად კურირებდნენ და სწორედ ამით აიხსნება ის, რომ თითქმის ორი წელია რაც გვარამიას საქმე ისევ თაროზეა შემოდებული და გამოძიება წინ არ მიიწევს.

არსებული ინფორმაციით, ნიკა გვარამიას მკვლელობაში 2 მლნ დოლარს იხდიდნენ. პირველად დაახლოებით ორი წლის წინ გამოაგზავნეს საქართველოში "ქილერი",  რომელმაც საქმეს თავი ვერ გაართვა და ის უკან ოსეთში გააბრუნეს, ოსეთს საზღვარზე კი მოკლეს და ამით მოწმე თავიდან მოიშორეს.  
მოგვიანებით კი "ქილერების" მეორე ჯგუფი ჩამოვიდა ჩრდილეთ ოსეთიდან. მათ ჰქონდათ კონკრეტული დავალება მიღებული - მოეკლათ ხელისუფლების მწვავე კრიტიკოსი, ოპოზიციური არხის ხელმძღვანელი - ნიკა გვარამია.  ჯერ კიდევ  წელიწად ნახევრის წინ,  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში თქვეს, რომ ოპოზიციური  გვარამიას მკვლელობა ნამდვილად იგეგმებოდა და ამ საკითხზე გამოკითხვაზე დაბარებული იყო თავად ნიკა გვარამიაც.  

უწყებამ ასევე აღიარა, რომ საქართველოში ნამდვილად იმყოფებოდა "ქილერების" ჯგუფი და მათ დავალებული ჰქონდათ გვარამიას ლიკვიდაცია.
თბილისში ჩამოვიდა სამ კაციანი ჯგუფი, რომლებსაც უშუალოდ უნდა შეესრულებინათ ეს საქმე. ეს ადამიანების იყვნენ: არტურ გატეევი , არტურ გელიევი და სლავა გაგიევი.
არსებული ინფორმაციით, ამ ადამიანებმა დაიწყეს თვალთვალი, დეტალურად სწავლობდნენ ნიკა გვარამიას გადაადგილების მარშრუტს, მათ შორის აკვირდებოდნენ ყველა იმ რესტორანს, სადაც ნიკა გვარამია დადიოდა რადგან სროლასთან და აფეთქებასთან ერთად გეგმაში მისი მოწამვლაც შედიოდა.
 დათაშვილმა ორჯერ გაუგზავნა გვარამიას შუამავალი რომელსაც უნდა გაეფრთხილებინა, რომ მისი მკვლელობა იგეგმებოდა და ამას  212 საკნიდან გამოგზავნილ წერილში თავად ნიკა გვარამიაც ადასტურებს. 
დავით დათაშვილი ამტკიცებს, რომ გვარამიას მკვლელობა საქართველოს და რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ერთობლივად იგეგმებოდა. მისი თქმით ეს აწყობდა როგორც რუსულ მხარეს, ასევე საქართველოს ხელისუფლებას და სუსისგან იყო პირობა , რომ ამ საქმეში ხელს არ შეუშლიდნენ.
 შემდეგ კი, ქართული მხარე აპირებდა, რომ მკვლელობაზე პასუხისმგებლობა რუსული მხარისთვის გადაებრალებინა, რადგან  ნიკა გვარამია ეწინააღმდეგებოდა რუსულ რეჟიმს და ეს წინააღმდეგობა იყო ძალიან მტკიცე და შეუვალი შესაბამისად იარსებებდა მოსაზრება, რომ სწორედ რუსულმა სპეცსამსახურებმა მოიშორეს მათი კრიტიკოსი. 
"მას შედეგ, რაც ნიკა გვარამიას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა მისი ლიკვიდაცია და ამაში ჩართული იყვნენ რუსეთიდან ჩამოსული პირები, ჩვენ ბუნებრივია ინფორმაცია დაუყოვნებლივ მივაწოდეთ შესაბამის ორგანოებს, კონტრტერორისტულ ცენტს, უწყებამ დაიწყო გამოძიება, მათ შორის მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოხდა სახელმწიფო დაცვის დანიშვნა ნიკა გვარამიასთვის. ჩვენ არანაირი შემხებლობა არ გვქონია ამ მიმდინარე გამოძიებასთან, არ ვიცი რა ეტაპზეა, რა განვითარება მოჰყვა და უნდა ველოდოთ თუ არა რაიმეს", - ამბობს დიტო საძაგლიშვილი.
გარდა ამისა, არსებობს კონკრეტული მოწმეების ჩვენებები, დასახელებულია კონკრეტული სახელები და გვარები, თუმცა გამოძიება არ ინტერესდება. როგორც ჩანს "ქართლმა ოცნებამ" ამჯერად გვარამია ციხეში ჩასმით მოიშორა თავიდან. 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA