21/05/23738 ნახვა წყარო: radiotavisupleba.geფოტო: radiotavisupleba.ge

ბაიდენი: კიევი გარანტიებს იძლევა უკრაინისთვის F-16-ების გადაცემის შემთხვევაში

შეერთებულმა შტატებმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისგან მიიღო „მკაფიო გარანტიები“, რომ კიევი რუსეთის ტერიტორიაზე შესაღწევად არ გამოიყენებს დასავლეთის მიერ გადაცემულ F-16 გამანადგურებლებს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში „დიდი შვიდეულის“ (G7) სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
ამავე დროს, ჟურნალისტებთან საუბარში ბაიდენმა აღნიშნა, რომ F-16 თვითმფრინავების გამოყენება შესაძლებელია ყველგან, „სადაც უნდა იმყოფებოდნენ რუსეთის ჯარები უკრაინის ტერიტორიის ფარგლებში“. ბაიდენის განცხადებას Associated Press-ი ავრცელებს.
„უკრაინის მხარდამჭერები არ ყოყმანობენ. რუსეთი გავლენას ვერ მოახდენს ჩვენს გადაწყვეტილებაზე, მხარი დავუჭიროთ უკრაინას,“ თქვა ბაიდენმა პრესკონფერენციაზე.
მანამდე, კვირას, ჰიროსიმაში სამიტის კულუარებში გამართული ბაიდენ-ზელენსკის შეხვედრის შემდეგ, თეთრმა სახლმა გაავრცელა ცნობა, რომ ზელენსკისთან შეხვედრაზე ბაიდენმა ხაზი გაუსვა ვაშინგტონის მზადყოფნას, დაეხმაროს კიევს გრძელვადიანი პირობების შექმნაში რუსეთის აგრესიისგან თავის დასაცავად. ამ მიზნით ბაიდენმა განიხილა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთობლივი ძალისხმევის მხარდაჭერა, რათა უკრაინელ მფრინავებს შეასწავლონ მეოთხე თაობის ისეთი გამანადგურებლების მართვა, როგორიცაა F-16, ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
იაპონიაში ჯო ბაიდენმა ასევე გამოაცხადა აშშ-ის გადაწყვეტილებაზე, უკრაინას გადასცეს 375 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი, რომელიც მოიცავს საბრძოლო მასალის, არტილერიისა და სატრანსპორტო საშუალებების დამატებით მიწოდებას. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს „არსებითი მხარდაჭერისთვის“.
უკრაინაში თანამედროვე მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდების საკითხი კვლავ მთავარ თემად რჩებოდა უკრაინისადმი დასავლეთის დახმარებასთან დაკავშირებით. პარასკევს საღამოს Associated Press-მა და CNN-მა წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ჯო ბაიდენი აპირებს, დათანხმდეს ამერიკულ F-16-ებზე უკრაინელი მფრინავების მომზადებას. მედიის ცნობით, პილოტების მომზადება ევროპაში ჩატარდება და შესაძლოა უახლოეს კვირებში დაიწყოს.
მანამდე ჯო ბაიდენი F-16-ების უკრაინისთვის გადაცემის წინააღმდეგი იყო და ასახელებდა მფრინავების მომზადების ხანგრძლივ პერიოდს, ასევე რუსეთთან კონფლიქტის ესკალაციის რისკს.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA