21/05/23425 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

"საქართველო არაა მიერთებული სანქციებს, მთავარი კრიტერიუმია ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევა-არ დარღვევა" | კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საზღვარზე შემოსვლისას შეფასების მთავარი კრიტერიუმია, დარღვეული აქვს თუ არა პირს ოკუპაციის შესახებ კანონი. ამ განცხადებით კობახიძე საქართველოში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის სანქცირებული შვილის ეკატერინა ლავროვას შემოსვლას გამოეხმაურა.
კობახიძის თქმით, საქართველოს რუსეთისთვის სანქციები დაწესებული არ აქვს და თუ ოკუპაციის შესახებ კანონი დარღვეული არაა, საბაჟო სამსახურს არ აქვს საფუძველი, რომ კონკრეტული პირი ქვეყანაში შემოუშვას.
"როგორც მოგეხსენებათ, საქართველო არაა მიერთებული სანქციებს, ჩვენ არ გვაქვს სანქციები დაწესებული რუსეთის ფედერაციისთვის, ამის მიზეზები არაერთხელ განიმარტა. არსებობს კანონი ოკუპაციის შესახებ, მთავარი კრიტერიუმი არის, რა თქმა უნდა, ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევა არ დარღვევა. ამ შემთხვევაში თუ არ დარღვეულა ოკუპაციის შესახებ კანონი, რა თქმა უნდა, საბაჟო სამსახურს საფუძველი არ ჰქონდა იმისათვის, რომ კონკრეტული პირები არ შემოეშვა საქართველოში. დანარჩენზე, რა თქმა უნდა, შესაბამისი უწყებები გასცემენ პასუხს, მაგრამ თქვენც გირჩევთ თავიდან ბოლომდე იხელმძღვანელოთ ოკუპაციის შესახებ კანონით, რომელიც მთავარი სახელმძღვანელო პრინციპია თითოეული უწყებისთვის", - თქვა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, 19 მაისს "მთავარმა არხმა" ინფორმაცია გაავრცელა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შვილი, ეკატერინა კავროვა საქართველოში ოჯახის წევრის ქორწილისთვის იმყოფებოდა.ლავროვა სანქცირებულია აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და კანადის მიერ.
ოფიციალური უწყებები არ ადასტურებდნენ, რომ ლავროვის შვილი საქართველოში იმყოფებოდა, თუმცა მოგვიანებით ინფორმაცია პრეზიდენტმა დაადასტურა და თქვა, რომ  შს მინისტრისგან მიიღო პირობ", რომ იმ რუსმა ოჯახმა, რომელიც ყვარელში ქორწილის გადახდას გეგმავდა, ტერიტორია დატოვა.


share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 60

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA