21/05/23300 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

რუსეთთან ფრენების აღდგენით საქართველო კანდიდატის სტატუსს რისკის ქვეშ აყენებს - Deutsche Welle-ს სტატია

"რუსეთთან ფრენების აღდგენით საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს რისკის ქვეშ აყენებს" - ამ სათაურით გერმანული გამოცემა Deutsche Welle საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ვრცელ სტატიას აქვეყნებს.
სტატიაში საუბარია რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებაზე, საქართველოსთან აღედგინა ფრენები და გაეუქმებინა სავიზო რეჟიმი. სტატიის ავტორის თქმით, მაშინ, როცა კრიტიკოსები ამ ნაბიჯს რუსულ პროვოკაციად აფასებენ, საქართველოს მთავრობა გადაწყვეტილებას მიესალმება.
ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენამ გამოიწვია შეშფოთება საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების პერსპექტივასთან დაკავშირებით.
ამავე კონტექსტში მედიასთან ევროპარლამენტარმა მარია კალიურანდმა ისაუბრა:
"ბრიუსელი განიხილავს იურიდიულ და სტატისტიკურ ინფორმაციას, მაგრამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უპირველეს ყოვლისა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ის ასევე ეფუძნება იმას, თუ რა შთაბეჭდილებას ახდენს ქვეყანა", - თქვა მან.
გარდა ამისა, კალიურანდმა აღნიშნა, რომ კანდიდატის სტატუსისთვის არც უკრაინა და მოლდოვა იყვნენ მზად, თუმცა "ომმა მათთვის ახალი შესაძლებლობების ფანჯარა გახსნა, მათმა მთავრობამ კი ევროკავშირის გზის მიმართ ძლიერი პოლიტიკური ერთგულება აჩვენა".
სტატიის ავტორმა ასევე ისაუბრა NDI-ის უახლოეს კვლევებზეც, რომლის თანახმადაც, საქართველოს მოსახლეობის 81% ევროკავშირისა და NATO-ს წევრობას უმთავრეს პრიორიტეტად მიიჩნევს. აქვე სტატიის ავტორმა აღნიშნა, რომ მარტის აქციებმა აჩვენა უთანხმოება ხელისუფლების ქმედებებსა და ქართველი ხალხის ნებას შორის. ამის მიუხედავად კალიურანდი აცხადებს, რომ კანდიდატის სტატუსის გადაწყვეტისას ევროკავშირი ქართველ ხალხსა და საქართველოს მთავრობას ერთმანეთისგან არ გამიჯნავს.
"ბრიუსელში ეს დილემა არაა. კანდიდატის სტატუსის გადაწყვეტისას ჩვენ საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს ვხედავთ, როგორც ერთს. ჩვენ არ შეგვიძლია ქართველი ხალხი, მისი მთავრობის გარეშე შევიყვანოთ ევროკავშირში. საქართველოში არის დემოკრატია, ეს არ არის ჩრდილოეთ კორეა ან რუსეთი. ქართველებს აქვთ პოლიტიკური არჩევანის თავისუფლება", - თქვა ევროპარლამენტარმა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA