20/05/23851 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ახუნტრუცებული პრეზიდენტის ვნებები...საჯდომიდან სავარძლის გამოცლის შემდეგ მის ვნებებს აღარავინ დააკმაყოფილებს - კვარაცხელია ზურაბიშვილზე

"ახუნტრუცებული პრეზიდენტის ვნებები..საქართველოს პრეზიდენტი ქართული სამოქალაქო ავიაციის ფლაგმანს ბოიკოტს უცხადებს. მსგავსი სიბრიყვე გაგიგიათ" - წერს სოციალურ ქსელში პრორუსი ჟურნალისტი და პროპაგანდისტი ვალერი კვარაცხელია და საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს.

კვარაცხელია მიიჩნევს, რომ  ზურაბიშვილს ბოიკოტის გამოსაცხადებლად არანაირი იურიდიული არგუმენტი არ გააჩნია. 
ახუნტრუცებული პრეზიდენტის ვნებები
"მე თავს შევიკავებ ბორტის გამოყენებისგან, ვიდრე ეს იქნება "აირზენას" ხელში, რომ კიდევ ამით არ გავამდიდრო ის კომპანია, რომელიც ფულისთვის ყველაფერზე მზად არის“.
ეს მავნებლური და დეგენერატული განცხადება, რომელიც პროვოკაციულია და მიმართლია ქვეყნის საწინააღმდეგოდ, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ეკუთვნის.
საქართველოს პრეზიდენტი ქართული სამოქალაქო ავიაციის ფლაგმანს ბოიკოტს უცხადებს.
მსგავსი სიბრიყვე გაგიგიათ? არა მგონია, რომ ამ სიბინძურეს ანალოგი მოეძებნოს!
ორ სახელმწიფოს შორის საავიაციო მიმოსვლის შესახებ გადაწყვეტილებას ავიაკომპანიები ვერ მიიღებენ, ამას სახელმწიფოები აკეთებენ. ავიაკომპანიები მხოლოდ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ერთვებიან პროცესში. იმ დროს, როდესაც გადაწყვეტილება მიღებულია, რას მოითხოვს პრეზიდენტი ქართული ავიაკომპანიისგან - არ იფრინოს? ასეთ შემთხვევაში გამოდის, რომ მხოლოდ რუსულმა კომპანიებმა უნდა იფრინონ, რითაც არამხოლოდ ქართული ავიაკომპანია, არამედ  საქართველოს ბიუჯეტიც იზარალებს. 
სამშობლოს ინტერესების ღალატია პრეზიდენტის მიერ გაკეთებული ეს თავხედური განცხადება, თუმცა, ღალატი მისგან ვის უნდა გაუკვირდეს, როდესაც იმ პიროვნებასაც და იმ პარტიასაც, ვინც პრეზიდენტის სავარძელში ჩასვა, თვალისდაუხამხამებლად უღალატა?! 
არ ვიცი, კიდევ ვის, სად და რამდენს ღალატობდა სალომე, მაგრამ მეტის კვლევა არცაა საჭირო იმის დასადგენად, რომ იგი მოღალატე ბუნების ქალბატონია.
პრეზიდენტი საკუთარი ქვეყნის ავიაკომპანიას ბოიკოტს თუ უცხადებს, მას საამისო მყარი იურიდიული საფუძველი უნდა ჰქონდეს. სად არის ეს საფუძველი? პრეზიდენტს არანაირი იურიდიული არგუმენტი არ გააჩნია, მაგრამ "ხოში" (ეს ჟარგონი ზედმიწევნით ზუსტად ესადაგება ამ ახუნტრუცებული ქალის ოპოზიციურ ვნებებს) აქვს ასეთი. "ხოშიც" აქვს და სახელმწიფოს მეთაურის პოსტიც. სხვა რაღაა სჭირო პოლიტიკურ თუ არაპოლიტიკურ ვნებათა დასაკმაყოფილებლად?! 
ჰოდა, აწვება სალომე. რა ქნას, ჰა, კიდევ წელიწადი და გამოეცლება "ხოშის" მომგვრელი სავარძელი ვადაგასული საჯდომიდან. იცის მრავლისმნახველმა სალომემ დროის ულმობლობის ამბავი. ისიც იცის სალომემ, რომ საჯდომიდან სავარძლის გამოცლის შემდეგ მის ვნებებს აღარავინ დააკმაყოფილებს. ამიტომაც, ვიდრე შეუძლია, აწვება დასავლეთელი პატრონებისთვის სიამოვნების მინიჭების ნაცად საქმეს საკუთარი "ხოშისა" და ვნებების შესაბამისად.
მიაწექი, მიაწექი, სალომე, დრო ცოტა დაგრჩა!
ვალერი კვარაცხელია,
20 მაისი, 2023 წ. " -   წერს ვალერი კვარაცხელია
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY