20/05/23598 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ლევან ხაბეიშვილი - რუსულმა რეჟიმმა ტრიუკი ჩაატარა: გამოაგორეს პრეზიდენტი ზურაბიშვილი და მოაყოლეს ტყუილი, თითქოს ლავროვის ოჯახი სასტუმროდან გავიდა - ეს არის ტყუილი იმის გამო, რომ საპროტესტო მუხტი არ იყოს

საქმე გვაქვს რუსულ რეჟიმთან, რომელმაც რამდენიმე საათის წინ ტრიუკი ჩაატარა - გამოაგორეს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და მოაყოლეს ტყუილი, გავიდა ეს ხალხი და აღარაა სასტუმროშიო - ეს არის ტყუილი იმის გამო, რომ საპროტესტო მუხტი არ იყოს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს სასტუმრო “ყვარლის ტბასთან” განუცხადა.
ხაბეიშვილმა მოქალაქეებს მიმართა, რომ "ახლა დაღლა და უიმედობა არ უნდა იყოს, რადგან გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენაზეა”.
“ქართულ ტრადიციებზე უყვარს ხოლმე ღარიბაშვილს, "რუსულ პარტიას" საუბარი - ჩვენ ტრადიციები, ჩვენი ქვეყანა გვიყვარს და ოჯახის სიწმინდე მნიშვნელოვანიაო. ამასობაში მთელი დღე იცავენ პუტინს, ლავროვს, იმ ხალხს, ვინც ოკუპაციას ახორციელებს, ვინც მოგვიკლა ანწუხელიძე, ოთხოზორია, უამრავი გმირი ვაჟკაცი, ვინც ჩვენი მშობლები დახოცა, ბავშვები აწამა - ამ ადამიანების ოჯახის წევრებს იცავენ. ესენი პოლიციელის ფორმაში გადაცმული ზონდერები არიან. არ მინდა ვთქვა, რომ ესენი პოლიციელები არიან, ესენი "ხარება - ზონდერ ბრიგადაა”. წესიერი პოლიციელი ლავროვის სანქცირებული შვილის დაცვას არ იკადრებს.
საქმე გვაქვს რუსულ რეჟიმთან, რომელმაც რამდენიმე საათის წინ ტრიუკი ჩაატარა - გამოაგორეს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და მოაყოლეს ტყუილი, გავიდა ეს ხალხი და აღარაა სასტუმროშიო. ჟურნალისტები აქ ხართ და დაინახეთ, რომ ვინმე გაიყვანეს? ეს არის ტყუილი იმის გამო, რომ საპროტესტო მუხტი არ იყოს, პრობლემები არ შეექმნას ლავროვს და მისი ოჯახის წევრებს, რომ კრემლს აჩვენონ რომ იცავენ, იცავენ ნიღბიანები, სპეცრაზმი, ჩვენს ხალხს რომ ავიწროებენ, უკრაინელ ბავშვებს რომ ხოცავენ და ჩვენც კარგი დღე არ დაგვაყენეს, სანქცირებულები რომ არიან, აი, ამ ადამიანების ოჯახის წევრებს იცავენ.
ეს არის ჩვენი სუვერენიტეტის, სახელმწიფოებრიობის შელახვა. მინდა, მოქალაქეებს მოვუწოდო - არ უნდა იყოს დაღლა, უიმედობა, გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენაზეა. ოღონდ ამას ქართველი ხალხის ერთიანობა, ერთიანი პოზიცია სჭირდება. როგორც გვჩვევია ქართველ ხალხს მძიმე ისტორიულ პერიოდში - მძიმე ისტორიული პერიოდია, როდესაც რუსულ პარტიას ამ ქვეყნის რუსულ გუბერნიად უნდა გადაქცევა, მოქალაქეების 90% კი ურყევად ამბობს, რომ ევროკავშირში უნდა”, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
შეგახსენებთ, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დღეს, საქართველოში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის სიძის ძმის ქორწილი აღარ ჩატარდება და ოჯახი გასულია საქართველოდან.პრეზიდენტის ამ განცხადების მიუხედავად, სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიასთან მაინც რჩებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და ის მოქალაქეები, რომლებიც სასტუმრო “ყვარლის ტბაზე” სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების ქორწილის გადახდას დილიდან აპროტესტებენ. ადგილზე რჩებიან სამართალდამცველებიც.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.