დროებით ოკუპირებულ მელიტოპოლში რუსების მიერ დანიშნული ე.წ "მინისტრის მოადგილე" ააფეთქეს
დროებით ოკუპირებულ მელიტოპოლში ოკუპანტების მიერ ზაპოროჟიეს ოლქში დანიშნული არქიტექტურისა და საბინაო-კომუნალური მომსახურების ე.წ "მინისტრის მოადგილე" ააფეთქეს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია ავრცელებს.
მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, აფეთქების შედეგად ე.წ "მინისტრის მოადგილე" დაშავდა. იგი ადგილობრივ საავადმყოფოში არის გადაყვანილი.
მათივე ცნობით, ხელნაკეთი ასაფეთქებელი მელიტოპოლში ე.წ "მაღალჩინოსნის" საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაგვის ურნაში იყო დამონტაჟებული და მას შემდეგ გააქტიურდა, რაც კოლაბორანტი სახლიდან გამოვიდა. მისი სახელი და გვარი არ კონკრეტდება.

"ნაღმზე აფეთქების შედეგად კაცმა დაზიანებები მიიღო და სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი," - აცხადებენ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის დეპარტამენტში.მათივე ცნობით, სავარაუდო დამნაშავე ჯერ-ჯერობით იდენტიფიცირებული არის. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.