11/05/23373 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

პრემიერი - უკაცრავად მეგობრებო, ჩვენ ასეთი საქართველო გვინდა: კონსერვატიული, ეროვნული, ოჯახური ფასეულობების დამცველი, თუ ამის გამო უნდათ, აღარ ვიყოთ, კარგად იყვნენ - ყველაფერი, რაც შეურაცხმყოფელია ჩვენთვის, ჩვენი ხალხისთვის, ვისაც ჩვენი დაჩაგვრა უნდა

ყველაფერი, რაც შეურაცხმყოფელია ჩვენთვის, ჩვენი ხალხისთვის და ვისაც ჩვენი ხალხის დაჩაგვრა უნდა, მათ ჩვენ ათმაგად მივუზღვევთ მათ, ეს უნდა იყოს ჩვენი პასუხი, - ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რითაც „ ევროპის სოციალისტურ პარტიის“ დატოვება შეაფასა.
მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ სხვა პარტიებთან ექნება კონსულტაციები და სხვა პარტიებთან დაპარტნიორდებიან.
„ევროპელი სოციალისტების გაერთიანებაში ჩვენ 2015 წლიდან ვართ არა წევრის, არამედ დამკვირვებლის სტატუსით. ჯერ 8 წელი დამკვირვებელი იყო, რა უბედურებაა, მაგრამ გვერდზე გადავდოთ ეს საკითხი. ეს პარტია ნელ-ნელა ტრანსფორმირდა და ჩვენი გზები გაიყო იდეოლოგიურ ნაწილში, მათ პოლიტიკაში, მათ განცხადებებში, მათ მხარდაჭერაში. ნული მხარდაჭერა. სამარცხვინო და უსამართლო რეზოლუციები, რომ მიიღო ევროპარლამენტმა და ჩაგვიწერეს, რომ თურმე ჩვენი პარტიის თავმჯდომარე ბატონი ბიძინა ივანიშვილი პრობლემას წარმოადგენს, კაცი, რომელმაც ეს მშვიდობა მოიტანა და ქვეყანა გადაარჩინა და კაცი, რომელმაც ოკუპაცია მოუტანა ქვეყანას, რუსის ჯარი დააბრუნა და ათასი უბედურება დამართა ქართველ ხალხს, აწამა, გააუპატიურა და დატანჯა, თურმე ეს არის უსამართლობა, ასეთ უმსგავსო რეზოლუციას დაუჭირეს მხარი 30%-მა. მაშინ გაჩნდა პირველი ბზარი და მანამდეც დაწყებული იყო. დაწერეს იქვე გვარამია, კეზერაშვილი, მძარცველი კაცი, რომელმაც მთელი ევროპა გაუძარცვა, პენსიონერები გაძარცვა და კიდევ კეზერაშვილს იცავენ და კიდევ ერთი ფაქტი მინდა მოგიყვანოთ. ვინ იყო ინიციატორი ამ ანტიქართული რეზოლუციის?! „IPP“, ანუ ამ „ნაცმოძრაობის“ პარტია. მაშინ, როდესაც ევროპას უნდა მიეღო ისტორიული გადაწყვეტილება და ჩვენთვის უნდა მიენიჭებინა სტატუსი, რეალურად ანტისაწინააღმდეგო რეზოლუციას დაუჭირა მხარეს მხარი.
მე წავედი ამერიკული რესპუბლიკური პარტიის შეკრებაზე უნგრეთში, სადაც ამერიკის პრეზიდენტები და კონგრესმენები დადიან და დაგმეს ჩემი მონაწილეობა, ორი განცხადება მიუძღვნეს, რომ როგორ გავბედე თურმე, თქვეს, რომ ანტი-ლგბტ ფრაზები გამოიყენეო. უკაცრავად მეგობრებო, ჩვენ ვართ ასეთები, ჩვენ ასეთი საქართველო გვინდა - კონსერვატიული, ეროვნული, ოჯახური ფასეულობების დამცველი და თუ ამის გამო მათ უნდათ, რომ ჩვენ აღარ ვიყოთ - კარგად იყვნენ, წარმატებებს ვუსურვებ. ჩვენ სხვა პარტიებთან გვექნება კონსულტაციები, სხვა პარტიებთან დავპარტნიორდებით, ამიტომ აქ არაფერი არ ხდება. ჯერ როგორ შეიძლება ეს დამოკიდებულება, შეურაცხმყოფელია ეს დამოკიდებულება, თუ პარტნიორები ვართ, თუ რაღაც კოლეგიალობაზეა საუბარი, გავისაუბროთ, ვილაპარაკოთ, ამიტომ ეს იყო მიუღებელი.
ყველაფერი, რაც შეურაცხმყოფელია ჩვენთვის, ჩვენი ხალხისთვის და ვისაც უნდა ჩვენი ხალხის დაჩაგვრდა ჩვენ ათმაგად მივუზღვევთ მათ, ეს უნდა იყოს ჩვენი პასუხი“, - განაცხადა პრემიერმა.
ჟურნალისტის კითხვაზე - აღნიშნული გადაწყვეტილება იყო თუ არა ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებული, პრემიერმა უპასუხა, რომ ბიძინა ივანიშვილი ძალიან დიდი ხანია არ უნახავს.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA