11/05/23379 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

"დადებითი ფაქტი და დადებითი გადაწყვეტილება" - ღარიბაშვილი პუტინის გადაწყვეტილებებით კმაყოფილია

ირაკლი ღარიბაშვილი პუტინის გადაწყვეტილებებით კმაყოფილია და ამბობს, რომ 1 მილიონ ეთნიკურ ქართველს, რომელიც რუსეთში ცხოვრობს, გაუადვილდებათ გადაადგილება საქართველო-რუსეთს შორის - ეს არის, რა თქმა უნდა, დადებითი ფაქტი და დადებითი გადაწყვეტილება - ამბობს ღარიბშვილი პუტინის გადაწყვეტილებებზე, რომელმაც საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა და პირდაპირი ფრენებნი აღადგინა. 
რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილების შესაბამისად ჩვენს მოქალაქეებს აღარ დასჭირდებათ ვიზები, რომ წავიდნენ რუსეთში. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და ყველამ იცით,  ეს არის ფაქტი, რომ ჩვენ ერთი მილიონი ეთნიკური ქართველი, ჩვენი თანამემამულე გვყავს რუსეთში. მათ აქ ჰყავთ ოჯახის წევრები, ნათესავები, ახლობლები და რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაადვილდეს მოძრაობაც, მათი მიმოსვლა, მათი ახლობლების ჩასვლა და ა.შ. ეს არის, რა თქმა უნდა, დადებითი ფაქტი და დადებითი გადაწყვეტილება
მინდა ჩვენ ხალხს კიდევ ერთხელ შევახსენო და განვუმარტო ქრონოლოგიურად, თუ როგორ მოვედით დღემდე. დავიწყებ უვიზო რეჟიმით. რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილების შესაბამისად ჩვენს მოქალაქეებს აღარ დასჭირდებათ ვიზები, რომ წავიდნენ რუსეთში. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და ყველამ იცით,  ეს არის ფაქტი, რომ ჩვენ ერთი მილიონი ეთნიკური ქართველი, ჩვენი თანამემამულე გვყავს რუსეთში. მათ აქ ჰყავთ ოჯახის წევრები, ნათესავები, ახლობლები და რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაადვილდეს მოძრაობაც, მათი მიმოსვლა, მათი ახლობლების ჩასვლა და ა.შ. ეს არის, რა თქმა უნდა, დადებითი ფაქტი და დადებითი გადაწყვეტილება. 
ახლა, რაც შეეხება ზოგადად უვიზო მიმოსვლას. მინდა შევახსენო ჩვენს საზოგადოებას და თქვენ ყველას, იცით ალბათ, რომ ჩვენამდე, ბატონი სააკაშვილი იყო მაშინ პრეზიდენტი, ცალმხრივად, ისე, რომ არ მოუთხოვია მას არაფერი საერთოდ რუსეთისგან, არც მოლაპარაკება გამართულა, არაფერი, ომის შემდეგ, აგვისტოს ომის შემდეგ, როდესაც 20% ტერიტორიების დავკარგეთ და რუსეთმა ბაზები ააშენა, ამის შემდეგ გამოვიდა წინა ხელისუფლება და ცალმხრივად გააუქმა სავიზო რეჟიმი. მთავარი, ასევე უნდა შეგახსენოთ, გახსოვთ, რომ პირადად ხვდებოდა რუს ტურისტებს. ასევე გახსოვთ ცნობილი გამონათქვამები, რომ რა მნიშვნელობა ჰქონდა, საიდან შემოვიდა ინვესტიციები და ეს ყველაფერი ხდება ომის შემდეგ. ნაცვლად იმისა, რომ მათ რაღაც გონივრული სახელმწიფოებრივი პოლიტიკა გამოეჩინათ და პოზიცია გამოეჩინათ, სანაცვლოდ რაღაც მინიმუმ უვიზო რეჟიმი მაინც მოეთხოვათ, ასე ერთპიროვნულად, ყოველგვარი რაიმე პირობების გარეშე მოხსნეს სავიზო რეჟიმი. ეს ფაქტი მინდა, რომ შევახსენო საზოგადოებას. " თქვა ღარიბაშვილმა.
მან კობახიძის ახალი მესიჯბოქსი გაიმეორა, რომ მოლდოვა დსთ-ს წევრია:
ახლა ალბათ კითხვას დამისვამთ, თუ რომელიმე ე.წ. ასოცირებულ ქვეყანას, უკრაინას, მოლდოვას აქვს უვიზო რეჟიმი რუსეთთან, აქვს მეგობრებო. ჩვენამდე ჰქონდა უკრაინასაც და მოლდოვასაც. მოლდოვას  დღესაც აქვს უვიზო რეჟიმი რუსეთთან. ასევე შეგახსენებთ, რომ მოლდოვა არის დსთ-ს წევრი. 
ახლა რატომ გავაკეთე ასეთი ვრცელი კომენტარი. მინდა ყველას ვუთხრა, რომ ეს, რა თქმა უნდა, ჰუმანიტარული თვალსაზრისით ძალიან დადებითი, მისასალმებელი გადაწყვეტილება იყო და არის. ყველაფერი და ყველა გადაწყვეტილება, რაც ჩვენს მოქალაქეებს გაუადვილებს, გაუმარტივებს ცხოვრებას, გადაადგილებას, ბიზნესის კეთებას, რა თქმა უნდა, არის დადებითი და მისასალმებელი“, -  განაცხადა პრემიერმა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York