11/05/23275 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

რომან გოცირიძე - - საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა ევროპაში, სადაც რუსეთისთვის ცა გახსნილია

ეს ფაქტობრივად, არის საქართველოს შეთრევა კვლავ რუსეთის პოლიტიკურ და ეკონომიკურ სივრცეში - საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა ევროპულ სივრცეში, სადაც რუსეთისთვის ცა გახსნილია,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და ფრენების აღდგენის თაობაზე ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებებს გამოეხმაურა.
როგორც გოცირიძემ აღნიშნა, რუსეთის მოქალაქეებისთვის დაწესებული უნდა იყოს ისეთი რეჟიმი, როგორიც მთელ მსოფლიოშია.
„როცა უვიზო რეჟიმია ევროპაში საქართველოს მოქალაქეებისთვის, ეს იმას ნიშნავს, რომ 6 თვის განმავლობაში, მხოლოდ 90 დღის განმავლობაში შეუძლია საქართველოს მოქალაქეს ევროპაში ცხოვრება. როცა რუსეთმა სავიზო რეჟიმი გააუქმა საქართველოსთან, საქართველოს მოქალაქეს ასევე 90 დღე შეუძლია რუსეთში ცხოვრება უვიზოდ. ესაა საერთაშორისო ნორმა. ხოლო დღეს არსებული ნორმა არის აბსურდული, როცა რუსეთის მოქალაქე შემოდის საქართველოში, ერთი წლით ცხოვრობს, შემდეგ ერთი საათი გადის ან სომხეთში, ან აზერბაიჯანში, ან რუსეთში, შემდეგ ბრუნდება და კვლავ ერთი წლით უგრძელდება ბინადრობის უფლება საქართველოში. ყველა ეს წესი „ქართული ოცნების“ მიერ მორგებულია სამშენებლო ბიზნესზე. ევროპულ სტანდარტზე უნდა გადავიდეთ, შემოვიდეს ტურისტი, იცხოვროს 90 დღით და წავიდეს, ერთ წლიანი ცხოვრების უფლება ნიშნავს იმას, რომ ფუძნდებიან, სკოლებს, საბავშვო ბაღებს ხსნიან და ყიდულობენ ბინებს. 11 ათასი ბინა იყიდეს”, - განაცხადა გოცირიძემ.
ამასთან, გოცირიძე „დემაგოგიად“ აფასებს „ქართული ოცნების“ წევრების განცხადებებს რუსეთში მცხოვრებ „მილიონ ქართველზე“.
როგორც დეპუტატი აღნიშნავს, ოფიციალური აღწერით იქ 120 ათასი ქართველი ცხოვრობს, არალეგალურად კი შეიძლება იყოს 40-50 ათასი.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY