10/05/23289 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ჩვენმა ხელისუფლებამ ჯერ ვერ გაიგო, რომ რუსეთი დათმობებზე არასდროს დათმობით არ პასუხობს - ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე რუსეთის გადაწყვეტილებას, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე, პროვოკაცია უწოდა. 
ზურაბიშვილის აზრით, მოსკოვის ნაბიჯი, გააუქმოს საქართველოსთან სავიზო რეჟიმი და ფრენების აკრძალვა, შესაძლოა პოლიტიკურ პარტიებს შორის დაპირისპირების გაღრმავებას ემსახურებოდეს.
ბრიფინგზე პრეზიდენტმა ხელისუფლებასაც მიმართა და თქვა, რომ რუსეთი დათმობებს დათმობებით არასდროს პასუხობს.
"დღეს ყველამ მოვისმინეთ მორიგი რუსული პროვოკაციული განცხადება. რას ემსახურება ეს პროვოკაცია, შესაძლებელია ეს ერთი მხრივ, იყოს გადაფარვა ბახმუტში თავიანთი კრახის, სადაც ვერ ახერხებენ თავიანთი ძალის გამოჩენას, შესაძლებელია ეს იყოს პასუხი ევროკავშირის მიერ გამოცხადებულ სანქციების მე-11 პაკეტზე. ბევრი რამე შეიძლება იყოს, მაგრამ რაც ჩვენთვის მთავარია, ეს არის პროვოკაცია ჩვენი საზოგადოების გამოწვევისთვის და ჩვენს ხელისუფლებას აყენებს დიდი გამოწვევის წინაშე. ეს უთუოდ გამოიწვევს ერთგვარ დაძაბულობას, ყოველ შემთხვევაში პარტიებს შორის, თორემ მე დარწმუნებული ვარ, საზოგადოებაში ეს არანაირ დაძაბულობას არ გამოიწვევს, ეს გამოიწვევს ძალიან დიდ რეაქციას საზოგადოებისგან, რომელსაც ძალიან კარგად ესმის, რომ როცა რუსეთი ასეთ ნაბიჯებს დგამს, ის ამ ნაბიჯებს დგამს თავისი ინტერესებიდან გამომდინარე.
სამწუხაროა, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ჯერ ვერ გაიგო და არ დაფიქრდა გასულ ისტორიაზე და ყველა იმ მაგალითზე, რაც არსებობს, რომ რუსეთი ხელისუფლების დათმობებზე არასდროს დათმობით არ პასუხობს. პასუხობს იმით, რაც უფრო გაურთულებს თავის მდგომარეობას, ეს არის მისი მუდმივი ქცევის მეთოდი და ამაზე უნდა დაფიქრდეს ხელისუფლება", - თქვა ზურაბიშვილმა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York