მორიგი რუსული პროვოკაცია! პირდაპირი ფრენების აღდგენა და სავიზო გაუქმება მიუღებელია - ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებას ეხმაურება და გადაწყვეტილებას პროვოკაციას უწოდებს:
"მორიგი რუსული პროვოკაცია! საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენა და სავიზო აკრძალვის გაუქმება მიუღებელია, სანამ რუსეთი აგრძელებს აგრესიას უკრაინაზე და ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორია!", - წერს ზურაბიშვილი "ტვიტერზე".