"რუსეთს უკრაინაზე ფართომასშტაბური შეტევის პოტენციალი არ აქვს" - ბუდანოვი
უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ რუსეთს არ აქვს პოტენციალი, განახორციელოს ფართომასშტაბური შეტევა უკრაინაში.
ამავდროულად, უკრაინის თავდაცვის დაზვერვის უფროსის თქმით, რუსეთს ჯერ კიდევ შეუძლია სერიოზული თავდაცვითი ოპერაციების ჩატარება.
ამავდროულად, უკრაინის თავდაცვის დაზვერვის უფროსის თქმით, რუსეთს ჯერ კიდევ შეუძლია სერიოზული თავდაცვითი ოპერაციების ჩატარება.
„ამ დროისთვის რუსეთს არ გააჩნია სამხედრო, ეკონომიკური ან პოლიტიკური პოტენციალი, რომ დააპიროს ფართომასშტაბური შეტევა უკრაინაში",- აღნიშნა ბუდანოვმა.ბუდანოვმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი ცდილობს დააგროვოს რაკეტების გარკვეული მარაგი, რათა ჩაშალოს უკრაინის კონტრშეტევა.