"პასუხისმგებლობა აშშ-სა და ბრიტანეთს ეკისრებათ" - ზახაროვა პროპაგანდისტ პრილეპინის აფეთქებაზე
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა, ნიჟნი ნოვგოროდში მომხდარ აფეთქებაში, რა დროსაც ცნობილი რუსი მწერალი, პროპაგანდისტი და ომის მხარდამჭერი ზახარ პრილეპინი დაშავდა, აშშ-სა და ბრიტანეთს ადანაშაულებს.
"ვაშინგტონმა და NATO-მ კიდევ ერთი საერთაშორისო ტერორისტული უჯრედი - კიევის რეჟიმი, გამოკვებეს. ბინ ლადენი, ISIS, ახლა ზელენსკი ავაზაკებთან ერთად.აფეთქება რუსეთის ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში დღეს, 6 მაისს მოხდა. შემთხვევის შედაგად რუსი პროპაგანდისტი ზახარ პრილეპინი დაშავდა, მისი მძღოლი კი დაიღუპა.
პირდაპირი პასუხისმგებლობა აშშ-სა და ბრიტანეთს ეკისრებათ", - დაწერა ზახაროვამ Telegram-ზე.