04/05/23362 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ნიკა გვარამიასთან შესვლაზე უარის მიღებაზე გავამახვილებ ყურადღებას - ბუნდესტაგის დელეგაცია ბრეგაძეს ხვდება

გერმანიის ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის დელეგაციის წევრები უკვე იუსტიციის სამინისტროში იმყოფებიან და მინისტრ რატი ბრეგაძეს ხვდებიან. 
შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს ევროპერსპექტივასთან დაკავშირებული საკითხები იქნება. გერმანელი დეპუტატები, ასევე, შეეცდებიან გაარკვიონ მიზეზი, რატომ არ შეუშვეს დელეგაციის წევრი, თომას ჰაკერი საპატიმროში ნიკა გვარამიას მოსანახულებლად.  რატი ბრეგაძესთან შეხვედრის ფარგლებში გერმანელი დეპუტატები მართლმსაჯულების სისტემაში რეფორმების საკითხზეც გაამახვილებენ ყურადღებას. 
"რასაკვირველია, ვისაუბრებთ ევროკომისიის 12 რეკომენდაციაზე და გავიგებთ არის თუ არა პროგრესი ამ მიმართულებით. ყველამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ქვეყანას ევროკავშირში შესვლაში დაეხმაროს და წლის ბოლოს ბრიუსელში მიიღონ ქვეყნისთვის სასიკეთო გადაწყვეტილება. იუსტიციის მინისტრს ვესაუბრებით, მართლმსაჯულების სფეროში რეფორმების შესახებ.
როგორც თქვენ იცით მე არ მომცეს უფლება ციხეში მომენახულებინა ნიკა გვარამია. იუსტიციის მინისტრთან შეხვედრაზე, ამ საკითხზეც გავამახვილებ ყურადღებას. როგორც ევროპარლამენტი, ასევე, გერმანიის ბუნდესტაგი, ხედავს ნიკა გვარამიას პატიმრობის უფრო მეტ პოლიტიკურ მიზეზს, ვიდრე სხვა საბაბს. ეს მედიის თავისუფლების საკითხის ნაწილია და ეს დაბრკოლებებს უქმნის საქართველოს, მის გზაზე გახდეს პლურალისტური საზოგადოების მქონე ქვეყანა. და როგორც უკვე იცით, მედიის თავისუფლება 12 რეკომენდაციის ერთ-ერთ მთავარი პუნქტია", - თქვა ჰაკერმა.
დღეს გერმანიის ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის დელეგაციის წევრები ასევე შეხვდებიან სამოქალაქო საზოგადოების წევრებსა და ოპოზიციას. 
შეგახსენებთ, რომ თბილისში ვიზიტად მყოფი ბუნდესტაგის "თავისუფალ დემოკრატთა პარტიის" წევრი თომას ჰაკერი გუშინ, პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს, საქართველოს ხელისუფლებამ "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორთან, პოლიტპატიმარ ნიკა გვარამიასთან არ შეუშვა. როგორც გერმანელმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, მიზეზად დაუსახელეს ის, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს პატიმრების მონახულების უფლება არ აქვთ. 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY