03/05/23608 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

დიმიტრი მედვედევი - ზელენსკის ლიკვიდაციის გარდა, სხვა გზა აღარ რჩება

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ უპილოტო საფრენი აპარატით დღევანდელი ტერაქტის შემდეგ, ვლადიმერ ზელენსკის ფიზიკური ლიკვიდაციის გარდა, სხვა ვარიანტი არ დარჩა. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.
„დღევანდელი ტერორისტული აქტის შემდეგ, ზელენსკის ფიზიკური ლიკვიდაციის გარდა, სხვა გზა აღარ რჩება. ის უპირობო კაპიტულაციაზე ხელმოწერისთვისაც კი არ არის საჭირო. როგორც ცნობილია, ამ აქტისთვის ჰიტლერსაც არ მოუწერია ხელი. შემცვლელი ყოველთვის მოიძებნება“, - წერს მედვედევი „ტელეგრამის“ არხზე.
მანამდე კრემლის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ ოთხშაბათს ღამით, კიევის რეჟიმი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის კრემლის რეზიდენციაზე უპილოტო საფრენი აპარატის დარტყმას ცდილობდა, ორი მოწყობილობა მწყობრიდან გამოიყვანეს.
შემთხვევას მსხვერპლი და მატერიალური ზიანი არ მოჰყოლია. პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა, მოგვიანებით, „რია ნოვოსტის“ განუცხადა, რომ პრეზიდენტი იმ მომენტში კრემლში არ იმყოფებოდა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.