02/05/23589 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ნიკოლოზ სამხარაძე ვიოლა ფონ კრამონს - ხალხი სხვა პლანეტაზე კი არ ცხოვრობს - ხალხის და ხელისუფლების გაყოფა პუტინის მიდგომაა, ნუ იმეორებთ

ხალხის და ხელისუფლების გაყოფა, მგონი, პირველად პუტინმა მოინდომა 2008 წლის მერე, როდესაც დღესასწაულებს გვილოცავდა ქართველ ხალხს, მაგრამ არ ულოცავდა ხელისუფლებას , - ასე გამოეხმაურა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე, ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის მიერ „ტვიტერში“ გამოქვეყნებულ განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია, რომ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში, ეს მოხდება არა იმიტომ, რომ მთავრობამ და მმართველმა პარტიამ შეასრულეს ქვეყნისთვის მიცემული ყველა პრიორიტეტი, არამედ იმიტომ, რომ ამას ქართველი ხალხი იმსახურებს და გეოპოლიტიკური ლოგიკა მოითხოვს.
როგორც სამხარაძემ აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებას სწორედ ხალხი ირჩევს. შესაბამისად, მან ვიოლა ფონ კრამონს მოუწოდა, ნუ აირჩევს ვლადიმერ პუტინის მიდგომას, რომელმაც 2008 წლის ომის შემდეგ სცადა ქართველი ხალხის და ხელისუფლების განცალკევება.
„ხალხი სადღაც სხვა პლანეტაზე კი არ ცხოვრობს, ისინი არიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ირჩევენ „ქართულ ოცნებას“ უკვე მე-9 არჩევნებში. შესაბამისად, ხალხის და ხელისუფლების გაყოფა, მგონი პირველად პუტინმა მოინდომა 2008 წლის მერე, როდესაც დღესასწაულებს გვილოცავდა ქართველ ხალხს , მაგრამ არ ულოცავდა ხელისუფლებას. ესეც მისი მიდგომაა და ძალიან გთხოვთ, ნუ იმეორებთ ამას“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA