02/05/23304 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ირაკლი ქადაგიშვილი - ჩვენი ფასეულობებით ევროპისკენ მივდივართ

რომელ სახელმწიფოზე ლაპარაკობდით, როდესაც 2020 წლის არჩევნების შედეგების უაპელაციოდ და დანაშაულებრივად დეზავუირება გინდოდათ და ქვეყნის დემოკრატიულ არჩევანს პირდაპირ საბოტაჟს უწევდით მხოლოდ იმიტომ, რომ არჩევნები ვერ მოიგეთ, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა საპარლამენტო ოპოზიციას.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის შეფასებით, დეპუტატებმა პლენარულ სხდომათა დარბაზში კრებსითი დემაგოგია მოისმინეს, რომელიც კოლექტიურმა ნაციონალურმა მოძრაობამ შეძლებისდაგვარად მოაგროვა.
„რომელ საგამოძიებო კომისიებზე ლაპარაკობთ, როცა დაგჭირდებათ გარკვეული პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, პიარის ასაწევად და თქვენს მიერვე შექმნილი ნარატივების გასამართლებლად რაღაც საგამოძიებო კომისიების შექმნა? ეს არის თქვენი ფარისევლობის მთელი სიღრმე და ამას გრძნობს ქართველი ხალხი. გრძნობს ხალხი იმ სიძულვილს, რომელიც აქ უხვად იფრქვეოდა მომიტინგეების მიმართ. სიძულვილით სავსე სიტყვებით მიმართავთ იმ ადამიანებს, ვინც თქვენ ხელისუფლებაში ყოფნას მხარს არ უჭერს. ეს არის ნათელი და მერე გიკვირთ ხალხი მხარს რატომ არ გვიჭერსო? რატომ ხართ დამოკიდებული მარტო იქნებ უცხოეთიდან ვინმემ რამე თქვას და ამით ხალხი გაღიზიანდეს და ჩვენ რამე შანსი მოგვეცესო. არც ეს არ მოსწონს ქართველ კაცს! როდესაც შენი დღის წესრიგი არა შენი შესადგენია, არამედ უცხოეთიდან ნათქვამი პროვოკაციულ სიტყვაზე აგებულ პოლიტიკაზე უნდა იყოს. გაიგეთ და შეიგნეთ ეს! ქართველ ხალხს, რომ უნდა ევროპაში ინტეგრაცია და რომ სჯერა ამ ხელისუფლების, რომ ეს ხელისუფლება ნაბიჯ-ნაბიჯ ამ მიზნისკენ მიდის, იმასაც ხედავს რომ თქვენს სიტყვების იქით ყველა ნაბიჯი, ყველა განცხადება მიმართულია, რომ ეს იქნეს ტორპედირებული და ხალხმა იცის რატომ გინდათ ეს.
ხელისუფლებას ახლა იმასაც დააბრალებთ, რომ თუ ირაკლი ღარიბაშვილი კონსერვატიულ კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს, ეს თურმე ევროპული ფასეულობების დანგრევა იქნება. უკაცრავად და სად წერია, რომ დანგრევაა და უკაცრავად, როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ, რომ აღსარების თავისუფლება, ოჯახის ფასეულობა, ყველა ერის და სახელმწიფოს ტრადიციების დაცვა და განვითარება რამენაირად ეწინააღმდეგება ვინმეს უფლებების დაცვას? - არავითარ შემთხვევაში! ჩვენ ჩვენი ფასეულობებით მივდივართ ევროპისკენ და ის მოძრაობა, რომელმაც დაიწყო საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა და თავიდანვე ცივილიზაციური არჩევანი იყო, დღევანდელი ხელისუფლებაც ამ არჩევანს მიყვება“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,