27/04/23601 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ადამ ჰოლოვეი - „ქართული ოცნება“ პროპუტინისტური და პრორუსული ჯგუფია, რომლის ხელმძღვანელობაც საქართველოს რისკის ქვეშ აყენებს, რომ რუსეთის მარიონეტი გახდეს - მიზანმიმართულად ძირს უთხრის ევროკავშირში შესვლის კრიტერიუმებს

"ქართული ოცნება" პროპუტინისტური და პრორუსული ჯგუფია, - ამის შესახებ ბრიტანელმა დეპუტატმა, ადამ ჰოლოვეიმ დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს შესახებ ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ საქართველოს რისკის ქვეშ აყენებს, რომ „რუსეთის მარიონეტი გახდეს“.
“უკრაინა ერთადერთი ქვეყანა არაა რეგიონში, რომელიც რუსული აგრესიის წინაშე დგას. საქართველოს ახლანდელი მმართველი პარტია, "ქართული ოცნება", პროპუტინისტური და პრორუსული ჯგუფია, რომლის ხელმძღვანელობაც საქართველოს იმის რისკის ქვეშ აყენებს, რომ რუსეთის მარიონეტი გახდეს გლობალური უსაფრთხოებისთვის ასეთ კრიტიკულად მნიშვნელოვან რეგიონში.
"ქართული ოცნების" პარტია თავიდანვე რუსეთის მიმართ დადებითად განწყობილი და რუსეთის ხელმძღვანელობის მიერ კონტროლირებადი ორგანიზაცია იყო. პარალელურად პროდასავლურობას და დემორკატიულობას იბრალებდნენ.
მისი დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ოლიგარქია, რომელმაც საკუთარი ფული სავარაუდოდ, რუსულ გარიგებებში იშოვა. მას ბრალი ედება, რომ საკუთარ სიმდიდრეს იმისთვის იყენებს, რომ ხმები იყიდოს და ერთგული პირები დანიშნოს საქართველოს ხელისუფლებაში. მიუხედავად იმისა, რომ მას ახლა არჩევადი პოზიცია არ უკავია, მას დიდი კონტროლი აქვს საქართველოს ინსტიტუტებზე”, - განაცხადა მან.
ადამ ჰოლოვეიმ ისაუბრა აშშ-ის მიერ ოთხი ქართველი მოსამართლის მიმართ დაწესებულ სანქციებსა და საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე.
დეპუტატის თქმით, მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში კვდება.
„საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში ყოვლისმომცველი კორუფცია ახლა ხდება ნათელი. ცოტა ხნის წინ აშშ-მა პირადი სანქციები შემოიღო ამჟამინდელი მთავრობის მიერ დანიშნული ოთხი მოსამართლის წინააღმდეგ. ამასობაში, ბატონი ივანიშვილის მოწინააღმდეგე, მიხეილ სააკაშვილი, ამ წამს კლინიკაში კვდება, მას შემდეგ რაც იგი მისი დასწრების გარეშე გაასამართლეს და დააპატიმრეს იმისთვის, რასაც მისი მომხრეები გაყალბებულ ბრალდებებს ეძახიან.
იგი მისი კლინიკის საწოლიდან ინფორმაციას გვაწვდის, რომ მისი პატიმრობის განმავლობაში მას სულ აწამებენ და დამოუკიდებელმა ექიმებმა დაადასტურეს, რომ მის სისხლში მძიმე ლითონებით მოწამვლის კვალი იქნა აღმოჩენილი.
როდესაც მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი იყო 2008 წელს, ვლადიმერ პუტინი საქართველოში შეიჭრა და რუსმა სამხედროებმა ქვეყნის დიდი ნაწილის ოკუპაცია მოახდინეს. მაშინ ბატონმა სააკაშვილმა გაგვაფრთხილა, რომ ეს პირველი ნაბიჯია პუტინის მისიაში, რომ აღადგინოს რუსეთის გავლენის სფერო და, შემდგომ, იმპერია, აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში. მან ასევე გაგვაფრთხილა, რომ საქართველოს შემდეგ პუტინი ყირიმისკენ გაიხედავდა…“,- დასძინა მან.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ძირს უთხრის ქვეყნის ევროინტეგრაციის კრიტერიუმებს.
„ქართული ოცნების" მმართველობის ქვეშ ქვეყანამ მიმართულება შეიცვალა, ევროპასა და ნატოში ინტეგრაცია პოპულარული მიზნები რჩება ქართველებში და გამოკითხვები თითქმის საყოველთაო მხარდაჭერას აჩვენებენ. ეს მიზნები ასევე საქართველოს კონსტიტუციაში არის ჩაწერილი, მაგრამ "ქართული ოცნების" მთავრობა, რომელიც პროევროპულობას და პროდასავლურობას იბრალებს, მიზანმიმართულად ძირს უთხრის ევროკავშირში შესვლის კრიტერიუმებს. პარტიამ ასევე უკრაინისადმი მხარდაჭერის საბოტაჟი მოახდინა, მაშინ როდესაც საქართველოს მოქალაქეები უზარმაზარი რაოდენობით წავიდნენ რუსული შემოჭრის წინააღმდეგ საბრძოლველად.
მაშინ, როდესაც თითქმის ყველა ევროპულმა სახელმწიფომ უკრაინაში შეჭრის დასაწყისშივე რუსეთის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო, საქართველოს მთავრობამ ბიზნეს შესაძლებლობა დაინახა და რუსეთთან ვაჭრობა გააფართოვა”, - განაცხადა ჰოლოვეიმ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York