რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის, ბრიტანეთისა და კანადის ელჩები დაიბარა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიდი ბრიტანეთის, კანადისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩები დაიბარა.
სავარაუდოდ, საქმე ეხება დასავლელი დიპლომატების მიერ, რუსეთში დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, კარა მურზას დაპატიმრების შესახებ გამოთქმულ კრიტიკულ შეფასებებს.
საგარეო საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ ამ ქვეყნების დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები რუსეთის შიდა საქმეებში უხეშად ერევიან და ისეთ საქმეებში ერთვებიან, რომელიც მათ დიპლომატიურ სტატუსს არ ეხება.
რუსული სამთავრობო მედიის ცნობით, საელჩო უკვე დატოვა ბრიტანეთის ელჩმა დებორა ბრონერმა, რომელმაც დერეფანში ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა. უწყებაში მივიდა ამერიკის ელჩი, ლინ ტრეისიც.
მანამდე, 17 აპრილს, საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერმა მარია ზახაროვამ, ვლადიმერ კარა-მურზას წინააღმდეგო გამოტანილი განაჩენის შესახებ უცხოელი ელჩების შეფასებებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ "აშშ-ის, ბრიტანეთისა და კანადის ქმედებები მიზნად ისახავს რუსეთში უთანხმოებისა და მტრობის გაღვივებას". მისივე თქმით, "დივერსიულ სამუშაოებში ჩართული დიპლომატები ქვეყნიდან გაძევებულები იქნებიან".
შეგახსენებთ, რომ სასამართლომ რუს ოპოზიციონერ ვლადიმერ კარა-მურზას გუშინ, 17 აპრილს 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ბრალად ედებოდა ღალატი და რუსული არმიის დისკრედიტაცია. განაჩენის გამოცხადებას სასამართლო დარბაზში 25 ქვეყნის 40 დიპლომატი დაესწრო.