14/04/23459 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

უკრაინა ფინანსურად არარსებული ქვეყანაა, თუ მხარდაჭერაზე ვიტყვით უარს, ომი დასრულდება - ორბანი

უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, უკრაინა "ფინანსურად არარსებული ქვეყანაა" და პარტნიორების მხარდაჭერის შეჩერების შემთხვევაში ომი მაშინვე დასრულდება. 
"უკრაინა ფინანსური გაგებით არარსებული ქვეყანაა და მას არ შეუძლია საკუთარი თავის დაფინანსება. საკითხავია ვუჭერთ თუ არა უკრაინას მხარს. როგორც კი ვიტყვით, რომ არა - ომი დასრულდება," - ამბობს ვიქტორ ორბანი. 
მისივე თქმით, ევროპა უკრაინის პენსიებისთვის, ხელფასებისთვის, განათლებისთვის და ჯანდაცვის საჭიროებისთვის საჭირო თანხებს აძლევს. ეს კი, ორბანის თქმით, "სამუდამოდ ვერ გაგრძელდება".
ვიქტორ ორბანის სიტყვებს რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, დიმიტრი მედვედევიც გამოეხმაურა, რომელმაც უნგრელი პოლიტიკოსის სიტყვებს "თამამი" და "ზუსტი" უწოდა. 
"თამამად და ზუსტად ნათქვამია ევროპელი პოლიტიკოსისთვის. მხოლოდ ერთი რამის დამატება შემიძლია, როგორც კი დასავლური დაფინანსება დასრულდება, თავად უკრაინაც დასრულდება," - თქვა მედვედევმა.
უნგრეთი რუსეთ-უკრაინის ომში ღიად გამოხატავს მხარდაჭერას რუსეთის მიმართ. იგი ეწინააღმდეგება დასავლეთის მიერ რუსეთის დასანქცირებას და ომის პროვოცირებაში დასავლეთს სდებს ბრალს. 
უნგრეთის პრო-რუსული პოზიციის გამო, არსებული ინფორმაციით,  აშშ-ის კონგრესში ორპარტიული ჯგუფი ვიქტორ ორბანის მთავრობასთან დაკავშირებული უნგრეთის პოლიტიკური ფიგურების დასანქცირებაზე მუშაობს.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY