14/04/23339 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ეს საქმე გამწვავებულია ფაქტით, რომ გვარამია ერთ-ერთი ოპოზიციური მედიის ხელმძღვანელია - დეგნანი

ამერიკის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი "ნეტგაზეთთან" ინტერვიუში "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის პატიმრობაზეს საუბრობს და ამბობს, რომ ეს საქმე გამოწვეულია ფაქტით, რომ ნიკა გვარამია ოპოზიციური მედიის ხელმძღვანელია. 
მისი თქმით, საქართველოს ჰქონდა ძალიან ძლიერი მედია, ხოლო სივრცეები ვიწროვდება ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მათ შორის, შემთხვევებით, როგორიცაა ნიკა გვარამიას დაპატიმრება და გასამართლება.
"ჩვენ თავშივე დავსვით შეკითხვები ბატონი გვარამიას საკითხზე, მათ შორის, დაკავების დროის გარემოებაზე, ბრალდებასა და შემდგომში, განაჩენზე. სახალხო დამცველის ოფისმაც გაავრცელა განცხადება და თქვა, რომ ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული. დამოუკიდებელი მართლმსაჯულება საჭიროა არამხოლოდ ზოგადი მიზნებისათვის, არამედ იმისათვის, რომ პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით კითხვები აღარ გაჩნდეს. თუ გაგაჩნია დამოუკიდებელი სასამართლო, საზოგადოებასაც აქვს ნდობა, რომ ასეთი გადაწყვეტილებები პოლიტიკურად მოტივირებული არ არის. მანამ, სანამ სასამართლოს მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს, მსგავსი ტიპის საქმეც იარსებებს.
კონკრეტულად ეს საქმე გამწვავებულია ფაქტით, რომ ბატონი გვარამია ერთ-ერთი ოპოზიციური მედიის ხელმძღვანელია. ეს თავის მხრივ, კავშირშია ძლიერი დემოკრატიის ერთ-ერთ ძირითად ასპექტთან — მედიის თავისუფლებასთან.
საქართველოს ჰქონდა ძალიან ძლიერი მედია. ჩვენ ვხედავთ, რომ სივრცეები ვიწროვდება ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მათ შორის, შემთხვევებით, როგორიცაა ბატონი გვარამიას დაპატიმრება და გასამართლება. ეს უბრალოდ ხაზს უსვამს მედიის თავისუფლების მნიშვნელობას და ჭეშმარიტად დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობის სასიცოცხლო მნიშვნელობას, რათა საზოგადოებას ჰქონდეს ნდობა ამ სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ", - ამბობს დეგნანი "ნეტგაზეთთან".
კელი დეგნანმა "მთავარ არხთან" ინტერვიუში აღნიშნა, რომ ნიკა გვარამიას საქმე ძალიან კარგი მაგალითია რატომ სჭირდება საქართველოს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 60

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA