12/04/23646 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

იურიდიულმა კომიტეტმა მეორე მოსმენაზე დაბრუნებულ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენაზე დაბრუნებული „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი განიხილა და მხარი დაუჭირა.
როგორც პარლამენტის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში წერია, კანონპროექტში ვენეციის კომისიის რეკომენდაციებია ასახული და  ოლიგარქად მიიჩნევა პირი, თუ ის მონაწილეობს პოლიტიკურ ცხოვრებაში, მედიამომსახურებაზე ახდენს გავლენას და მნიშვნელოვან ეკონომიკურ რესურსს ფლობს.
"პროექტში გაწერილია სამივე კრიტერიუმის განმარტება.
ცვლილებების თანახმად, პირის ოლიგარქად ცნობის უფლებამოსილება ექნება ანტიკორუფციულ ბიუროს, ნაცვლად საქართველოს მთავრობისა.
ანტიკორუფციული ბიურო ვალდებული იქნება სრულყოფილი მოკვლევა ჩაატაროს, რომ გაარკვიოს პირი არის თუ არა ოლიგარქი.
ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება პირის ოლიგარქად ცნობის ან არცნობის შესახებ ექვემდებარება სასამართლო კონტროლს ანუ გასაჩივრდება და გასაჩივრება გათვალისწინებულია ორი ინსტანციით.
პირის მიმართ გადაწყვეტილება ოლიგარქად ცნობის შესახებ ძალაში არ შევა, ვიდრე არ დასრულდება სამართალწარმოება.
პროექტით, პირს, ვისი ოლიგარქად მიჩნევის საკითხის განხილვაც მოხდება, ექნება საპროცესო და სამართლებრივი გარანტიები. მომხსენებლის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იყო, რომ პირადი ცხოვრების უფლება, პერსონალური მონაცემები, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის, ყოფილიყო მაქსიმალურად დაცული.
აქედან გამომდინარე, ოლიგარქთა რეესტრში შეიტანება შემდეგი ინფორმაცია: პირის ოლიგარქად ცნობის შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება, ოლიგარქად ცნობილი პირის გვარი და სახელი, კონტაქტის დეკლარაცია და მითითება იმის შესახებ, რომ პირის ოლიგარქად ცნობა და რეესტრში შეყვანა თავისთავად არ მოწმობს, რომ ეს პირი დამნაშავეა ან სხვა სახის სამართალდამრღვევია.
მისი თქმით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, კანონპროექტიდან ამოღებულია ოლიგარქად ცნობილი პირისთვის განსაზღვრული აკრძალვა: პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტის, საარჩევნო კამპანიის, შეკრებისა და მანიფესტაციის დაფინანსების თაობაზე.
„შესაბამისად, ოლიგარქად ცნობილი და რეესტრში შეყვანილი პირისთვის ერთადერთ აკრძალვად დარჩა - პრივატიზების ობიექტის პრივატიზების პროცესში მყიდველად მონაწილეობასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, ასევე, ვენეციის კომისიის რეკომენდაციის გათვალისწინებით, კანონპროექტიდან ამოღებულია მუხლი, რომელიც უკავშირდებოდა უმწიკვლო საქმიან რეპუტაციას."
იქამდე კი იურიდიულმა კომიტეტმა „ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ“ კანონპროექტს, რომლის ინიციატორია ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ − გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ იყო, მხარი არ დაუჭირა.
აღნიშნული კანონპროექტი ითვალისწინებს: ოლიგარქის და ოლიგარქიული მმართველობის შეკავებისა და აღკვეთის სამართლებრივი და ორგანიზაციული საფუძვლების შექმნას, ოლიგარქის ტერმინის განმარტებას და შესაბამისი კრიტერიუმების დადგენას, რომელთა არსებობის შემთხვევაში, პირის ოლიგარქად იდენტიფიცირება და ცნობა ხდება.
პროექტის მიხედვით, პირის ოლიგარქად აღიარების უფლებამოსილება ენიჭება საკონსტიტუციო სასამართლოს. თუმცა, შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებამდე, გარდამავალი დებულებების თანახმად, პირის ოლიგარქად აღიარების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს საქართველოს პარლამენტს.
კანონპროექტით შემოთავაზებულია ოლიგარქთა რეესტრის არსებობა, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო აწარმოებს.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY