12/04/23572 ნახვა წყარო: formulanews.geფოტო: formulanews.ge

ბრიტანეთმა ევტუშენკოვისა და სხვა რუსი ოლიგარქების ოჯახის წევრებს სანქციები დაუწესა

გაერთიანებულმა სამეფომ რუსი ოლიგარქების გარემოცვას ახალი სანქციები დაუწესა - სანქციები ეხებათ მათ, ვინც უკვე სანქცირებულ რუს ოლიგარქებს თავიანთი აქტივების დამალვაში შეგნებულად ეხმარებიან. მათ შორის არიან პუტინის მოკავშირე სანქცირებული ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვის ნათესავები.
ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომის საპასუხოდ მხოლოდ ბრიტანეთში რუს ოლიგაქრებს 18 მილიარდი ფუნტის ქონება აქვთ გაყინული - ბრიტანეთი აღნიშნავს, რომ უპრეცედენტო საერთაშორისო სანქციების ფონზე, ახლა ოლიგაქრები მათი ფინანსების გადამალვას ცდილობენ და ამას ოჯახის წევრების დახმარებით, თუ სხვა საშუალებებით აკეთებენ.
სანქციების ახალი პაკეტი შეეხოთ ვლადიმერ ევტუშენკოვის შვილებსა და ცოლს - კერძოდ, ტატიანა ევტუშენკოვას, რომელიც მამის კომპანიის Redline Capital-ის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელია. ასევე, ცოლს, ნატალია ევტუშენკოვას, რომელიც ქმრის კომპანიებსა თუ ბანკებში სხვადასხვა პოზიციას იკავებს. დასანქცირდა ევტუშენკოვის კიდევ ერთი შვილი და ასევე, რუსი ოლიგარქის ვიქტორ მედვედჩუკის ცოლი.
სანქცირებულთა შორის არიას დემეტრეს იოანიდესი და ქრისტოდულოს ვასილიადესი. ბრიტანეთის ცნობით, ისინი ეხმარებიან მთავარ რუს ოლიგარქებს რომან აბრამოვიჩსა და ალიშერ უსმანოვს. კერძოდ, იოანიდესი პასუხისმგებელია ბუნდოვანი ოფშორული სტრუქტურების შექმნაზე, რისი დახმარებითაც აბრამოვიჩმა 760 მილიონ ფუნტ სტერლინგზე მეტი ქონება დამალა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლერლიმ განაცხადა, რომ ბრიტანეთი გააგრძელებს მათთვის იმ აქტივების ჩამორთმევას, რომლებიც დამალული ჰქონდათ და პარტნიორებთან ერთად იბრძოლებენ ომის მხარდამჭერთა წინააღმდეგ.
***
შეგახსენებთ, რომ 25 აპრილს გავრცელდა აუდიოჩანაწერები, სადაც, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილსა და სანქცირებულ რუს ოლიგარქს, ვლადიმერ ევტუშენკოვს შორის საუბარი ისმის.
ჩანაწერში, სავარაუდოდ, ევტუშენკოვი ივანიშვილს სთხოვს სანქციების გვერდის ავლით მოქმედებას, თუ მასაც აქვს ამის სურვილი. ისმის სახელები და გვარები - მათ შორის ახსენებენ სანქცირებული რუსი ოლიგარქის კომპანიაში ვიცე-პრეზიდენტის ალი უზდენოვის ვიზიტს საქართველოში. 
ჩანაწერში, სავარაუდოდ ივანიშვილი ევტუშენკოვს ეუბნება, რომ სიტუაცია არცისე სასიხარულოა, "მაგრამ უნდა გავმაგრდეთ". ამაზე პასუხად, სავარაუდოდ ევტუშენკოვი ამბობს, რომ აქვს იდეა და "დავითი ჩამოიტანს".
ჩანაწერში ევტუშენკოვი ივანიშვილს სთხოვს, ალი უზდენოვს შეხვდეს, პასუხად ივანიშვილი ამბობს, რომ ის მას "პრემიერთან გაუშვებს". 
26 აპრილს ფორმულასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ევტუშენკოვმა დაადასტურა ალი უზდენოვის ღარიბაშვილთან შეხვედრა, თუმცა, თქვა, რომ მათ "დასვენებაზე ისაუბრეს". 
ჩანაწერის გავრცელების შემდეგ უკრაინის უმაღლესი რადას ფრაქცია ხალხის მსახურის თავმჯდომარე დავით არახამიამ ევროკავშირსა და აშშ-ს მოუწოდა, ბიძინა ივანიშვილსა და მისი ბიზნესაქტივებისთვის სანქციების დაწესება განიხილონ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 80

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY