12/04/23677 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

კეზერაშვილის კავშირი ქოლ-ცენტრების თაღლითურ სქემასთან - BBC-ის ჟურნალისტური გამოძიება

BBC-ის ჟურნალისტური გამოძიება ქოლ - ცენტრების სკანდალზე. სტატიის მიხედვით, თაღლითური ქსელი მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც მოქმედებდა და ამ სქემით პენსიონერების და რიგით ინვესტორების მილიარდ დოლარზე მეტი თანხაა მითვისებული.
“ბიბისი" სპეციალურ რეპორტაჟში ასაჯაროებს იმ ბიზნესმენების ვინაობას, ვინც თაღლითურ სქემაში მონაწილეობდნენ, მათ შორის ერთ-ერთი, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილია. სიუჟეტში ნათქვამია, რომ BBC-მ არაერთი მტკიცებულების მოპოვება შეძლო, რომელიც თავდაცვის ყოფილ მინისტრს მილტონის ბრენდებთან აკავშირებდა. სტატიის მიხედვით, კეზერაშვილის საკუთრებაში არსებული რამდენიმე კომპანია იყენებდა კერძო სერვერს, რომლის მომხმარებლები მხოლოდ მილტონ ჯგუფის კომპანიები იყვნენ. სიუჟეტში აღნიშნულია, რომ სხვა უძრავ ქონებასთან ერთად კეზერაშვილი ფლობს კიევის საოფისე შენობას, სადაც განთავსებული იყო თაღლითური სატელეფონო ცენტრი.
რაც შეეხება ტელეკომპანია "ფორმულას" პოზიციას:
ე.წ ქოლ-ცენტრების საქმეზე BBC-ის  პლატფორმაზე  გამოქვეყნდა საგამოძიებო სტატია. პუბლიკაციაში ვკითხულობთ, რომ ბრიტანულმა გამოცემამ ვერ აღმოაჩინა ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეში დავით კეზერაშვილის მონაწილეობის პირდაპირი მტკიცებულებები. სტატიის მიხედვით, საჯაროდ არ მოიპოვება დოკუმენტები, რომლებიც კეზერაშვილისა და ოფშორული კომპანიების ქსელთან კავშირს დაადასტურებდა. ავტორი  ვარაუდობს, რომ კეზერაშვილი ამ ქსელის ხელმძღვანელია და ამ საქმეში "ფორმულას" დამფუძნებლის სავარაუდო მონაწილეობის მტკიცებულებად, გამოცემა ასახელებს მილტონ ჯგუფის ყოფილ თანამშრომლებს, არაიდენტიფიცირებად პირებს, რომლებმაც ჟურნალისტებს ინფორმაცია კეზერაშვილის შესახებ მიაწოდეს. სტატიაში ვკითხულობთ, რომ ბრალდებები დავით კეზერაშვილის ადვოკატებმა კატეგორიულად უარყვეს. თაღლითობაში მონაწილეობას „ბიბისისთან“ ინტერვიუში უარყოფენ გამოძიებაში მოხსენიებული სხვა პირებიც. სტატიას 4 ავტორი ჰყავს. მათ შორის არის tHE TIMES OF ISRAEL-ის ჟურნალისტი სიმონა ვეინგლასი, რომელმაც სტატია ამ თემაზე ჯერ კიდევ 2020 წელს დაწერა, სადაც ვკითხულობთ, რომ ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის გაშუქების პროექტმა ვერ აღმოაჩინა მტკიცებულება იმისა, რომ კეზერაშვილი ქოლ-ცენტრთან იყო დაკავშირებული.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY