07/04/23589 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

მე ვარ პოლიტპატიმარი საქართველოში და მე ვკვდები - მიხეილ სააკაშვილის სტატია Politico-ზე

Politico საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სტატიას აქვეყნებს სადაც ის ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის მარტის აქციებსა და სხვა საკითხებს მიმოიხილავს. 
მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ საქართველოში დემოკრატიის რეგრესიაა, თუმცა ქართველმა ხალხმა დაადასტურა თავისი ერთგულება დემოკრატიისა და ტირანიის წინააღმდეგ საბრძოლველად პარლამენტის წინ ქუჩაში გამოვიდა. მესამე პრეზიდენტის თქმით, "ქართული ოცნების" მთავრობა აგრძელებს დასავლელი ლიდერების დაცინვას, სიხარულით ზედამხედველობს თუ როგორ შორდება საქართველო ევროპულ მომავალს მაშინ, როცა მშვიდობიან მოქალაქეებს ცრემლსადენი გაზითა და ძალით შლის.
მესამე პრეზიდენტი წერს, რომ ეს ყველაფერი ხდებოდა ციხიდან რამდენიმე მილის დაშორებით, სადაც ის იბრძვის სიცოცხლისთვის და აგრძელებს დემოკრატიის დაცვას პუტინისა და მისი მოკავშირეებისგან.  სტატიაში მიხეილ სააკაშვილი მის მდგომარეობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ როცა 2021 წლის ოქტომბერში საქართველოში დაბრუნდა, იყო ჯანმრთელი, ენერგიული 54 წლის ადამიანი, მას შემდეგ ის ციხეშია პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებების საფუძველზე, რომლებსაც მხოლოდ კრემლი და საქართველოს დღევანდელი მთავრობა თვლის ლეგიტიმურად.
მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ პატიმრობაში, მისი ჯანმრთელობა მკვეთრად გაუარესდა და ახლა კვდება. მესამე პრეზიდენტი წერს, რომ სისტემატიურად აწამებდნენ, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად, ამჟამად სხეულში აქვს მძიმე ლითონები, რაც მოწამვლის მტკიცებულებაა.
"ასევე სულ უფრო აშკარაა, რომ მალე მოვკვდები, თუ სათანადო სამედიცინო დახმარებას არ მივიღებ ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
მე ვაგრძელებ მოწოდებას აშშ-სა და საერთაშორისო საზოგადოებას, გააკეთონ ყველაფერი, რაც შეუძლიათ ჩემი სიცოცხლის გადასარჩენად საქართველოს მთავრობაზე დიპლომატიური ზეწოლისა და ივანიშვილისა და მისი თანამოაზრეების წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დაწესებით.
ჩემმა სიკვდილმა შეიძლება გამოიწვიოს პოლიტიკური ქაოსი საქართველოში, მაგრამ ჩემი წამება, რა თქმა უნდა, ჩაითვლება პუტინის გამარჯვებად - ძლიერი სიმბოლო ყველა ლიდერისთვის ამ რეგიონში,და შესაძლოა მსოფლიოც, რომლებმაც ვერ შეძლეს წინ აღდგომოდნენ რუსულ იმპერიალიზმს", - წერს მიხეილ სააკაშვილი სტატიაში.
მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ თუ აშშ-ის კონგრესი და ბაიდენის ადმინისტრაცია შეძლებს იმუშაოს ევროკავშირთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს მისი გათავისუფლება სანქციების, ეკონომიკური ემბარგოს, დაფინანსების შეჩერების და სავიზო შეზღუდვების გზით, ეს არა მხოლოდ მორიგი დარტყმა იქნება პუტინისთვის, არამედ ის ასევე გაუგზავნის ძლიერ სიგნალს იმისას, რომ აშშ და ევროპა რჩებიან დემოკრატიის, წესიერებისა და სამართლიანობის იდეალების ერთგული.
"იდეალები, რომლებზეც ერთხელ პრეზიდენტმა ბაიდენმა მითხრა, რომ შემიძლია დავეყრდნო", - წერს მიხეილ სააკაშვილი.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ