06/04/23854 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

კახა კოჟორიძე - მტკიცებულებები უამრავია, არიან მოსამართლეები, რომლებიც მძიმე ფაქტებზე საუბრობენ - ერთ-ერთ შეხვედრაზე ადამიანი ამბობდა, რომ იმ დონემდე იყო მისული, მზად იყო, უზენაესი სასამართლოს ხარაჩოებზე თავი ჩამოეკიდებინა და მოეკლა

საია-ს ყოფილი თავმჯდომარის, იურისტ კახა კოჟორიძის განცხადებით, მასთან ერთ-ერთ დახურულ შეხვედრაზე მოსამართლემ ე.წ. კლანის მხრიდან არსებულ ზეწოლაზე ისაუბრა.
როგორც კახა კოჟორიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა, აღნიშნული მოსამართლე იმ მდგომარეობამდე იყო მისული, რომ მზად იყო, თავი მოეკლა.
„როცა საუბარია, რა მტკიცებულებები არსებობს, მტკიცებულებები უამრავია. არიან მოსამართლეები, რომლებიც მძიმე ფაქტებზე საუბრობენ, ყოფილები და მოქმედი მოსამართლეები. საუბრობენ როგორ ხდება საქმეების არასწორად განაწილება. ძალიან მძიმე ფაქტებზე საუბრობენ ეს ადამიანები და გულწრფელად გითხრათ, ერთ-ერთ შეხვედრაზე, სადაც ჩვენთან საია-ს იმდროინდელი თავმჯდომარე იყო, მეგონა, რომ ყველაფერი ვიცოდი, მაგრამ მართლა თმები ყალყზე დამიდგა, ისეთ მძიმე და წარმოუდგენელ ფაქტებზე იყო საუბარი. ადამიანი [ერთ-ერთი მოსამართლე] ამბობდა, რომ იმ დონემდე იყო მისული, რომ მზად იყო უზენაესი სასამართლოს ხარაჩოებზე თავი ჩამოეკიდებინა და მოეკლა თავი.
მე ვისურვებდი, რომ როდესაც ასეთი რაღაცები მოხდება, მაშინვე იქნას გაჟღერებული. როდესაც დახურულ და დაჭაობებულ სისტემაზეა საუბარი, ყველაზე კარგი მეთოდი არის ფანჯრების გაღება. დახურულ სისტემაში ბაქტერიები მრავლდება, ფანჯრებს რომ გააღებ, განიავდება და ალბათობა იმისა, რომ რაღაც გამოსწორებისკენ წავიდეს, არსებობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გავიაზრებთ, რომ თითოეულ ჩვენგანს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გვაქვს“, - განაცხადა კახა კოჟორიძემ.
კითხვაზე, თუ რა საქმესთან დაკავშირებით ზეწოლაზე ისაუბრა აღნიშნულმა მოსამართლემ, კახა კოჟორიძე პასუხობს, რომ „დიდ საქმეს ეხებოდა, მნიშვნელოვან საქმეს ეხებოდა, მათ შორის საუბარია რუსთავი 2-ის საქმეზე“.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,